რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში (ინტერნატები), იქ, სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, გაისად ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ დღეს საზოგადოებას აცნობეს, რომ "ინტერნატებში" ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედნის პროექტირება იწყება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ სარაგბო ბაზების განახლება, სადაც არაერთი ლეგენდა გაიზარდა:

"დღევანდელი დღე ზეიმია, იმ საწყისი პროექტის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართუ ფონდმა" ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყეს და მათგან ერთ-ერთი, უნიკალური ბაზა უკვე წლებია რუსთავში ფუნქციონირებს. ამ ქალაქში რაგბი საკმაოდ პოპულარულია. რუსთავს ჰყავს არაერთი მსოფლიო დონის სარაგბო ლეგენდა, რომლებმაც სწორედ ამ ადგილას გადადგეს პირველი ნაბიჯები რაგბიში".

"სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აქ სარაგბო ბაზის მშენებლობა და დღეს იწყება მისი პროექტირება. სამაგიეროდ, ქალაქში ყველას ექნება წვდომა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, რაც მნიშვნელოვანია".

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ეს და მსგავსი სპორტული პროექტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს:

"მინდა მივესალმო იმ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომლის სულის ჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირია. ვიმედოვნებ, ეს პროექტი არა მარტო ქართული სპორტის განვითარებას, არამედ მოზარდების სწორ აღზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეხმარება".

პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და მშენებლობის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება:

"რაგბის კავშირის თაოსნობით, რუსთავში რაგბის ტრადიციული მოედნის განახლება იწყება. პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. "ფონდ ქართუს" დახმარებით რუსთავს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების რაგბის სტადიონი, ამ ტრადიციის გაგრძელება კი ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გააძლიერებს".

წყარო: rugby.ge

კომენტატორი
მართლა დაბლოკილო.
სიმართლეს
ბიძინას დამსახურებაა რაგბი რომ განვითარდა და ნაცები მომიკითე!
sddd
რას გადააკვდით ამ რუსთავს და თბილისს, რით ვერ დამთავრდა, სხვა რეგიონებია მისახედი, სირცხვილია ბოლობოლო დაგიჭერენ ყველას. 8 მოედანს ვაკეთებ 6 თბილისშიო.
სიმართლე
წავიდა ფულის კეთება ბიუჯეტის ხარჯზე , აბა ტყვილად ხო არ იბრძოლა პრეზიდენტობისთვის. დაზომბირებული ამომრჩეველი არც კი კითხულობს ვისი ფულით შენდება, კმაყოფილია და ხარობს ახალი ბაზით. კორუფციაში ჩამხრჩვალ საქოცეთში გვაცხოვრებენ ქოცმატყუარები ,თანაც უნდა გვიხაროდეს თურმე ,ნუ ბლოკავთ
სიმართლე
რა თქმა უნდა ზეიმია შენთვის, დიდია მოგება ბიუჯეტის ფულებით სტადიონებსაც ააშენებ თქვენი ფირმებით , თან ამომრჩევლებთანაც თავს იწონებთ რო საქმეს აკეთებთ , რა სა ოდავია ერი რომელსაც ქოცისტანში ცხოვრება უწევს , ქოცმატყუარების ხელმძღვანელობით ....
სიმართლე
ზეიმია შენთვის მაგას რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ფულებით მშენებლობა სადიდანაც თქვენ დიდი მოგება გრჩებათ , პლიუს ბრბო ბედნიერია რო ბაზა შენდება, თანაც ქულებს იწერთ წინა საარჩევნოდ ....
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად