"დღევანდელი დღე ზეიმია" - რაგბის კავშირის პრეზიდენტი ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობაზე

AutoSharing Option
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში (ინტერნატები), იქ, სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, გაისად ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ დღეს საზოგადოებას აცნობეს, რომ "ინტერნატებში" ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედნის პროექტირება იწყება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ სარაგბო ბაზების განახლება, სადაც არაერთი ლეგენდა გაიზარდა:

"დღევანდელი დღე ზეიმია, იმ საწყისი პროექტის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართუ ფონდმა" ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყეს და მათგან ერთ-ერთი, უნიკალური ბაზა უკვე წლებია რუსთავში ფუნქციონირებს. ამ ქალაქში
რაგბი საკმაოდ პოპულარულია. რუსთავს ჰყავს არაერთი მსოფლიო დონის სარაგბო ლეგენდა, რომლებმაც სწორედ ამ ადგილას გადადგეს პირველი ნაბიჯები რაგბიში".

"სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აქ სარაგბო ბაზის მშენებლობა და დღეს იწყება მისი პროექტირება. სამაგიეროდ, ქალაქში ყველას ექნება წვდომა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, რაც მნიშვნელოვანია".

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ეს და მსგავსი სპორტული პროექტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს:

"მინდა მივესალმო იმ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომლის სულის ჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირია. ვიმედოვნებ, ეს პროექტი არა მარტო ქართული სპორტის განვითარებას, არამედ მოზარდების სწორ აღზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეხმარება".

პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და მშენებლობის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება:

"რაგბის კავშირის თაოსნობით, რუსთავში რაგბის ტრადიციული მოედნის განახლება იწყება. პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. "ფონდ ქართუს" დახმარებით რუსთავს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების რაგბის სტადიონი, ამ ტრადიციის გაგრძელება კი ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გააძლიერებს".

წყარო: rugby.ge

alt"რაგბის კავშირი დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, აპოლიტიკური სპორტული კავშირია" - საგანგებო განცხადება

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას გადააკვდით ამ რუსთავს და თბილისს, რით ვერ დამთავრდა, სხვა რეგიონებია მისახედი, სირცხვილია ბოლობოლო დაგიჭერენ ყველას. 8 მოედანს ვაკეთებ 6 თბილისშიო.
sddd
11:06 01-10-2021
1
წავიდა ფულის კეთება ბიუჯეტის ხარჯზე , აბა ტყვილად ხო არ იბრძოლა პრეზიდენტობისთვის. დაზომბირებული ამომრჩეველი არც კი კითხულობს ვისი ფულით შენდება, კმაყოფილია და ხარობს ახალი ბაზით. კორუფციაში ჩამხრჩვალ საქოცეთში გვაცხოვრებენ ქოცმატყუარები ,თანაც უნდა გვიხაროდეს თურმე ,ნუ ბლოკავთ
სიმართლე
17:57 30-09-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული