სულ რაღაც ოთხ დღეში პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს.

16 ოქტომბერს ის "ავჭალაზე" "თელავივი ჰითს" მასპინძლობს. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. ეს თამაში ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და ისრაელში კოვიდ-სიტუაციის გაუარესების ფონზე, ოქტომბრისთვის გადაიდო.

19 და 25 სექტემბერს ჩვენმა თანაჯგუფელებმა – "ენისეიმ" და "ლოკომოტივმა", ერთმანეთში ორჯერ ითამაშეს და გამარჯვება ორივეჯერ "ენისეის" დარჩა – 22:6 და 44:21. კრასნოიარსკელებმა ორივეჯერ აიღეს ბონუს-ქულა და აღმოსავლეთ კონფერენციას 10 ქულით ლიდერობენ.

"შავი ლომის" მსგავსად, "თელავივ ჰითიც" 16 ოქტომბერს თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში რაგბი არცთუ ისე პოპულარულია, "ჰითი" ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. გუნდის ბირთვი დაკომპლექტებულია სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მორაგბეებით, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონით 7-კაცა რაგბიში. მოთამაშეთა დიდ ნაწილს ზე-რაგბის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტია.

"შავი ლომი" წინასამატჩო შეკრებაზე გუშინ "შევარდენის" ბაზაზე შევიდა. "ჰითის" შემდეგ ის 23 ოქტომბერს "ლოკომოტივს" პენზაში, ხოლო 30 ოქტომბერს "ენისეის" სოჭში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის განმეორებით შეხვედრებს ჩვენი გუნდი დეკემბერში გამართავს.

"შავი ლომი" შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: სოსო მათიაშვილი, ლაშა ხმალაძე.

rugby.ge

deme
მატკავა საინტერესოა რა ნომერზე ითამაშებს.
gio
მაისურის ფერი არ მომწონს, ასანთზე რომ ზებრა ახატია იმას უფრო მაგონებს ვიდრე ლომს. სჯობს სულ შავი იყოს ოქროსფერში .
ლევანი
რაღაც რეტრო სტილია, ნამდვილი "Vintage"
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება