"შავი ლომი" - ორი დებიუტანტით სოჭში

AutoSharing Option
სოჭში, რუსეთის ჩემპიონ "ენისეისთან" გასამართ თამაშში "შავი ლომის" შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურში "შავი ლომი" სოჭში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს პირველობისთვის ერკინება. შეხვედრა 30 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

"ენისეის" სამი თამაშიდან 11 ქულა აქვს. "შავ ლომს" ორი მატჩის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი (10) მოუგროვდა და "თელავივ ჰითთან" გამოტოვებულ შეხვედრას 18 დეკემბერს გამართავს.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა "ენისეისთან" მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პენზაში "ლოკომოტივის" 27:11
დამარცხების შემდეგ სასტარტო რაზმში რამდენიმე ცვლილებაა.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი პერტაია იწყებენ. ხატიაშვილს ტრავმა ჰქონდა და ქართული ფრენჩაიზის კვართს პირველად მოირგებს. პერტაია წინა ორ თამაშში მარქაფა იყო და ახლა ძირითადში დაწინაურდა. კვაჭად თამაშს კვლავ შალვა მამუკაშვილი იწყებს.

უცვლელია შერკინების მეორე ხაზი – ნოდარ ჭეიშვილი და დავით გიგაური, ხოლო მესამე ხაზში ერთი გადაადგილება და ერთი ცვლილებაა. შერკინების შემკვრელად მარქაფიდან დაწინაურდა თორნიკე აქუბარდია, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. ნიკო აფციაურის ნაცვლად ფლანკერად გადავიდა ლუკა ივანიშვილი, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ სანდრო მამამთავრიშვილია.

ერთი ცვლილებაა ხაზში, სადაც ფრთაზე მირიან მოდებაძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. მეორე ფრთა კვლავ აკა ტაბუცაძეა. ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე კი კვლავ ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ. უცვლელია ღერძიც და თენგიზ პერანიძე გიორგი ბაბუნაშვილს შეუწყვილდება.

კვაჭის მარქაფაში ბრუნდება თენგიზ ზამთარაძე, ასევე - ბურჯი მიხეილ წიკლაური (ორივემ ითამაშა "ჰითთან"). 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა გოგა ქადარიამ და მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა, ასევე - უკანახაზელმა ლაშა ლომიძემ. მარქაფაში გადაინაცვლა მირიან მოდებაძემ, ხოლო გიორგი ბეგაძე, რომელიც პირველ შეხვედრაში ძირითადში იყო და მეორე თამაში გამოტოვა, ამჯერად მარქაფაშია. მესამე ხაზის შეცვლაზეა იოსებ გუშარაშვილი, რომელსაც "შავ ლომში" დებიუტი ექნება.

დებიუტანტების და გუნდის მზადყოფნის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

„ხატიაშვილი და გუშარაშვილი ძალიან კარგად ემზადებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა და პირველ თამაშებში გუნდის დახმარება ამის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მწყობრშია, ფორმაშია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს სარგებლის მომტანი იქნება“.

„სამწუხაროდ, ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა ნიკო აფციაური. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა გუნდი კარგადაა მომზადებული და სრული მზადყოფნით ხვდება მომავალ თამაშს“.

"შავი ლომი" სოჭში დღეს გაემგზავრა.

რაგბი ევროპის სუპერთასი

აღმოსავლეთი კონფერენცია

IV რაუნდი. 30 ოქტომბერი

სოჭი. „იუგ სპორტ“. 13:00 საათი (თბ. დრ.)

ენისეი სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

წყარო: rugby.ge

altსამხრეთაფრიკელებით გაძლიერებული რუსეთის ნაკრები - "შავი ლომი" სოჭში მიემგზავრება

alt"შავი ლომის" ხუთქულიანი ნახტომი პენზაში [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსებმა, ეს მატჩი გადაიდოვო.
....
22:03 29-10-2021
0
სამწუხაროა მაგრამ რაგბის დონემ ძალიან დაიკლო ბოლო წლებში საქართველოში, ჩვენი ნაკრების უკანა ხაზით ექვს ერზე თამაშის პრეტენციაც კი უხერხულია…
Musenbezi
16:21 29-10-2021
15

სიახლეები პოპულარული