ფრანგულ გაზეთ Ouest-France-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიმიტრი იაშვილთან - რაგბიში საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, ამჟამად კი France Televisions-ის სპორტულ კონსულტანტთან, რომელიც ჟურნალისტ ევიენ რენუს ესაუბრება. სტატიაში, სათაურით: "ქართველები - მედგარი, ძლიერი, წინააღმდეგობის გამწევი მოთამაშეებია", დიმიტრი იაშვილი ამბობს, რომ საქართველო-საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრისას მისი გული ორად იყოფა...
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:
- საიდან იწყება
- მე საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ თავს ქართველად მივიჩნევ. ბაბუაჩემი მამის მხრიდან - კარლო იაშვილი, კავკასიურ ქვეყანაში - საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა, ტყვედ ჩავარდა, გაიქცა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, კვლავ გერმანელებთან საბრძოლველად...
- რა ადგილი აქვს დაკავებული ქართულ კულტურას თქვენს ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, ქართველობა ხასიათში მაქვს (იცინის) და იმაშიც, თუ როგორ ვუყურებ ცხოვრებას. ჩემი ბაბუა და ბებია ხშირად მიყვებოდნენ ბევრ ისტორიას შორეულ, ზღაპრულ სამშობლოზე - საქართველოზე, მაგრამ ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ, მანამ ბოლომდე ვერ გაიგებ... სამი წლის წინათ მე და ჩემი ორი ძმა საქართველოში წავედით და სამშობლო მოვინახულეთ, ავტომობილით მოვიარეთ. მომეჩვენა, რომ საქართველოში თითქოსდა ყველაფერი ნაცნობი იყო, თითქოსდა იქ უკვე ნამყოფი ვიყავი... უცნაური გრძნობა დამეუფლა. იცით, ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ... ეს ჩემს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

- და რატომ იყო საქართველოში ჩასვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- ჩვენს ცხოვრებაში მემკვიდრეობითობა დიდ როლს ასრულებს. ვიყავით მშობლიურ მთიან სოფელში, მოვინახულეთ სახლი, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩვენი დაიბადა...
- თქვენი შეხედულებით, რაში გამოიხატება ქართული კულტურა? რით ჰგავს ან განსხვავდება სხვა კულტურებისგან?
- ქართული კულტურა დაფუძნებულია კაცთმოყვარეობაზე, სიკეთეზე, ადამიანისადმი პატივისცემასა და დახმარებაზე. ქართული კულტურა მოიცავს ყოფა-ცხოვრების ადათ-წესებს, უფლისადმი რწმენას, სიმღერებს, სტუმარმასპინძლობას, ეროვნულ სამზარეულოს, ღვინის დამზადებას... სხვათა შორის, არის დედამიწაზე ადგილი, რომელიც საქართველოს ჰგავს... მე 20 წელია ოჯახით ბასკეთის ქვეყანაში (საფრანგეთის ნაწილში) ვცხოვრობ.