ისრაელის კლუბი რუს მორაგბეებს საქართველოში უმასპინძლებს

AutoSharing Option
ისრაელის ფრენჩაიზი "თელავივ ჰითი" "ლოკომოტივ-პენზასა" და "ენისეი-სტმ"-ს საქართველოში, შესაბამისად – რუსთავსა და თბილისში უმასპინძლებს.

კალენდარში ცვლილებები კოვიდპანდემიის მორიგი ტალღითაა გამოწვეული. ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ისრაელმა მთელი რიგი ქვეყნებისთვის რეგულაციები გაამკაცრა, რის გამოც "ლოკომოტივი" და "ენისეი" იქ სათამაშოდ ჩასვლას ვერ ასწრებდნენ…

ასეთ პირობებში საქართველოს რაგბის კავშირმა "თელავივ ჰითს" საშინაო შეხვედრების საქართველოში გამართვა შესთავაზა, რასაც როგორც ებრაული მხარე, ასევე მისი მოწინააღმდეგე კლუბები და რაგბი ევროპა სიხარულით შეხვდნენ.

„ისრაელში დაწესებული შეზღუდვების გამო ამ ორი მატჩის ჩატ
არებას საფრთხე დაემუქრა. ტურნირის დროში გაწელვა ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან "შავ ლომთან" დაკავშირებით სხვა გეგმებიც გვაქვს. ჩვენ, როგორც რაგბი ევროპის წამყვანმა ქვეყანამ, ებრაელ მეგობრებს შევთავაზეთ, რომ საშინაო თამაშები საქართველოში ჩაეტარებინათ და მათ ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებდით. ამაზე სიხარულით დაგვთანხმდა როგორც "თელავივი", ასევე "ლოკომოტივი" და "ენისეი". თავის მხრივ, რაგბი ევროპამ არაერთხელ გამოხატა მადლიერება იმის გამო, რომ ტურნირის გაგრძელებას ჩვენი დახმარებით საფრთხე არ შეექმნა“ – ამბობს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე.

ამრიგად, 10 დეკემბერს, 14 საათზე, "თელავივ ჰითი" "ლოკომოტივ-პენზას" რუსთავში უმასპინძლებს, ხოლო 15 დეკემბერს, 20 საათზე, "ენისეის" „ავჭალაზე“ დაუხვდება.

"შავი ლომი" მორიგ თამაშს 11 დეკემბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ გამართავს და "ენისეის" უმასპინძლებს, 18 დეკემბერს კი "ჰითს" ისრაელში ეწვევა, თუმცა არაა გამორიცხული, ეს შეხვედრაც თბილისში ჩატარდეს:

„თეორიულად შესაძლებელია, რომ 18 დეკემბრამდე ისრაელში შეზღუდვები დასრულდეს და "თელავივ ჰითთან" თამაშიც ჯერჯერობით ისრაელშია დაგეგმილი. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი გვაქვს და ხვალ ან ზეგ მივიღებთ პასუხს, გვიშვებენ თუ არა ისრაელში. თუ გამგზავრება ვერ მოხერხდა, ალტერნატივის სახით, "თელავივ ჰითთან" გვაქვს შეთანხმება, რომ 18 ან 19 დეკემბერს თბილისში ვითამაშებთ, ოღონდ ეს თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რათა გამოირიცხოს გულშემატკივრის ფაქტორი და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყოს“ – დაამატა ხურციძემ.

ამასობაში უკვე გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში დასავლეთ კონფერენციიდან ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი პორტუგალიურმა "ლუზიტანუშმა" გაინაღდა (24 ქულა), ესპანური "იბერიანსი" კი 15 ქულით მეორე ადგილზეა.

rugby.ge

alt7-კაცა - სამი მოგება დუბაიში

alt"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ" - "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელი

altმაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული