სუპერთასი - ლადო კილასონია: თამაშის მართვა უნდა გამოვასწოროთ

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის წინ ღია ვარჯიში გამართა.

გუნდი ჯგუფური ეტაპის მეოთხე თამაშს (ორი გადადებულია) "ავჭალაზე", 17:00 საათზე "ენისეი-სტმ"-ის წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის გუნდები 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებიან. მათ შორის მესამე ტურში, სოჭში გასამართი შეხვედრა გადაიდო.

გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს:

"მზადებით კმაყოფილი ვართ და მომავალ თამაშს კარგ განწყობაზე ვხვდებით. სრულად ვართ კონცენტრირებული მეტოქეზე, რომელიც გამოცდილი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გველოდება“.
„წინა შეხვედრაში თამაშის მართვაში ვერ ვიყავით ისეთები, როგორც
საჭირო იყო და ამან სტრატეგიულად დაგვაზარალა. თამაში ჩვენი კარნახით არ წავიდა და ყოველმა წუთმა წნეხი დაგვადო. შევეცდებით, ეს ნიუანსი გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზელანდიელ მწვრთნელს თუ არ ენდობოდით, რატომ ჩამოიყვანეთ? თუ ენდობით, მაშინ "შავი ლომი" მაინც ჩააბარეთ, რომ ვნახოთ რა შუძლია.
გიორგი
14:40 09-12-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული