"შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 21 სექტემბერს ლისაბონში, პორტუგალიურ "ლუზიტანუშთან" გასამართი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთში "იბერიანსთან" 54:3 გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა, საიდანაც 4 შერკინებაზე მოდის.

მარქაფიდან დაწინაურდნენ ბურჯი ვასილ კაკოვინი და კვაჭი ირაკლი ქვათაძე. მარჯვენა ბურჯად თამაშს იწყებს გიორგი ჩხარტიშვილი, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ გაჩეჩილაძე, რომლებსაც ესპანეთში არ უთამაშიათ. ამჯერადაც დამწყებთა შორის არიან მეორეხაზელები დემურ ეფრემიძე და ვლადიმერ ჩაჩანიძე, ასევე მესამეხაზელები – გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.

ერთი ცვლილებაა ხაზში. შემადგენლობაში დაბრუნდა "შავი ლომისა" და "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე. მეორე ფრთა ამირან შვანგირაძე იქნება, ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, ცენტრში დემურ თაფლაძე და თორნიკე კახოიძე შეწყვილდებიან, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძესა და ლუკა მატკავას ვიხილავთ.

მარქაფაში გადაინაცვლეს პირველხაზელებმა – შალვა მამუკაშვილმა, დათო აბდუშელიშვილმა და ბაჩუკი ჭუმბაძემ, ასევე მესამეხაზელმა გიორგი სინაურიძემ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გუგა ღანიაშვილი, დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.

"ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

A ჯგუფი. III ტური

21 სექტემბერი. შაბათი. 21:00 (საქ. დრო)

ლისაბონი. Estadio Nacional Jamor

ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

ჯიბო
სად ვუყუროტ?
მეორეს, გვარიდან გამომდინარე მიაწერეს...
აქ პოლიტიკა წესით არაფერ შუაშია! :)))
Irakli Apkhaidze
ორი კაპიტანი ჰყავს გუნდს? :))
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავმა ლომმა" სუპერთასზე "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში უშანსოდ სლია
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"