ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტურნირზე ტიერ2-ის ქვეყნის წარმომადგენელი იმსაჯებს.
9 წლის წინ, როდესაც რაგბი ევროპამ "ექვსი ერის" 18-წლამდელთა ნაკრებებს ტიერ2-ის ორი საუკეთესო გუნდი დაამატა და ექსპერიმენტული ტურნირი ჩაატარა, ჭაბუკი ამაშუკელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა. მას კვლავ მოუწევს ბილი ბერნსთან შეხვედრა, რადგან ის ახალგაზრდულ ასაკში ინგლისის
"მარო იტოჯესა და ბილი ბერნსთან ერთად, ენტონი უოტსონიც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა იმდენად კარგი იყო, 20-წლამდელთა ნაკრებში წაიყვანეს. ძალიან გამიხარდა, რადგან ცენტრში მის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა. დიდი სხვაობით დავმარცხდით, თუმცა კარგი გამოცდილება იყო. ნათლად დავინახეთ რაოდენ კარგები არიან ელიტის მოთამაშეები",- იხსენებს ამაშუკელი, რომელმაც მოთამაშის კარიერა მოხშირებული ტრავმების გამო მიატოვა და მსაჯობას მიჰყო ხელი.
შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ტრავმებმა ამაშუკელს სამსახური გაუწია. ჯერ არავინ იცის გაიხსნება თუ არა "ექვსი ერის" კარი საქართველოსთვის, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, ეს კარი პირველი ქართველისთვის ღიაა!
მომავალ თამაშებთან დაკავშირებით ნიკა ამბობს:
"შრომა და სტრესი, რაც ამ გზაზე გავიარე დამიფასდა და ბედნიერი ვარ ასეთი დანიშვნები რომ მივიღე. ჩემთვის ახლაც კი უცხოდ ჟღერს, "ექვსი ერის" ტურნირში ცენტრს რომ ვიმსაჯებ. სიმართლე გითხრათ გვერდით მსაჯად დანიშვნას ველოდი, ცენტრზე კი ვერც ვოცნებობდი.
„სტად დე ფრანსზე“ გვერდითი მსაჯი ვარ, რა დროსაც სხვა დეტალებზე გიწევს ყურადღების გამახვილება და საინტერესო გამოცდილება იქნება. დუბლინში კიდეებიდან ინგლისელები დამეხმარებიან. მეთიუ ქერლი გამორჩეული, ტოპ-მსაჯია. კრისტოფერ რიდლი ახალგაზრდაა. ჩვენი საერთაშორისო ასპარეზი 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან, ერთდროულად დაიწყო, მასთან ვმეგობრობ და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება".
rugby.ge