სკანდალი ქართულ რაგბიში: რუსეთის ეროვნული 7-კაცა ქუთაისში ქართველებთან ერთად შეკრების გამართვას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

"მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები", - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.

"მთავარი არხი" "შვიდკაცა" ეროვნული ნაკრების მენეჯერ ლექსო ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელთანაც სცადა გაერკვია, რატომ გახდა აუცილებელი, ქართველებმა შეკრება რუსებთან ერთად გაიარონ.

"თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს, [რუსეთის ნაკრებთან შეკრების გამართვა] აუცილებელი იყო. არა, გეუბნებით თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ,
არანაირ პატივს არ გცემთ არც თქვენ, არც “ტვ პირველს”. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი რომ არის, გაიგებენ სხვა არხების მეშვეობით და არა თქვენი არხების მეშვეობით", – თქვა ალექსანდრე ნიჟარაძემ.

"მთავარმა არხმა" ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანი მორაგბეებიც ჩაწერა. სიმონ მაისურაძის თქმით, რუსეთის ნაკრების მოწვევა და მასთან ხელგაშლილი შეხვედრა ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელია.

ამ აზრს ირაკლი მაჩხანელიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა აქამდე პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ნაკრებს შეკრება რუსეთთან გაევლო.

საქართველოს ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი-1 მარტის პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის მასპინძლობას ჩვენი მხარე სრულიად თავის თავზე იღებს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
7კაცაში რუსეთი არი ტოპ გუნდი, ჩვენ ჭ კლასი. ასე რომ, ცოტა იკითხეტ მაიინც
7
10 თებერვალი 2022 16:33
0
მთავარს და გვარამია- გაბუნიებს უსმინეთ და კარგი დღე დაგადგებათ.მაგათმა ხომ გააქციეს რუსეთი და შემდეგი თ1ვენ ხართ რიგში
გრიგოლი1408
09 თებერვალი 2022 10:40
5
რატომ გგონიათ რომ დათმობის პოლიტიკა რუსეთს გადააფიქრებინებს ჩვენს შეხრამუნებას.
დიმა
09 თებერვალი 2022 10:00
2
აყაყანდნენ გრანტიჭამია სოროსელები. რამდენი აგენტ3ბი გამოუზრდია ამერიკას
გრიგოლი1408
09 თებერვალი 2022 08:40
7
ძვირფასო რაგბისტებო, მოჭიდავეების დონეზე ნუ დახვალთ და ღირსება შეინარჩუნეთ!
***
09 თებერვალი 2022 01:18
6
ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ვეტერანმა მორაგბემ, -ზუსტად მათ ვისაც ყველაზე მეტი დაფასება ქონდათ და ჯერკიდევ აქვთ ქართველი ქომაგებისგან..
ნუ ჩაყვებით რაღაც მიზერ ფრმალურ სარგებელს, ზოგშემთხვევაში თანამდებობადწოდებულს. ერთი მეხუთედი მიწის,წართმეული აქვთ, გვავიწროვებენ თან და ესენიკი კოჭს უგორებენ.
rable
09 თებერვალი 2022 00:14
9
რა სისულელეებს წერთ. ეს სპორტია და არა პოლიტიკა. მხოლოდ ასე აღვადგენთ ჩვენს მოძმე რუსეთთან ურთიერთობებს. ხოლო რუსეთი რომ მოძმეა ამას ყველა ვნახავთ მალე.
მათე
09 თებერვალი 2022 09:20
4
კლოდ სორელი, საქართველოს ნაკრების შემდეგ რაღაც დროით რუსეთის რაგბის ნაკრებს წვრთნიდა,იქიდან წასვლის მერე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის აუტანელი და მიუღებელი იყო ის დამოკიდებულება რომელიც ქართველების მიმართ რუს რაგბისტებს ქონდათ. მოკლედ ძალიან მეცინება იმ ქართველებზე იაფფასიან კომპლიმენტებზე რომ ვარდებიან ფინთი გოიმებივით და წარმოდგენაც არ აქვთ ზყრგს უკან სინამდვილეში მათზე რას ფიქრობენ და ამბობენ. ესეც რომ არ იყოს მთავარი არც ესაა, მთავარია რომ ეს არის მტერი რომელსაც არაფერში არასდროს არ უნდა დაეხმარო, არაფერში და არასდროს. თუ რამეში აქეთ გამოიყენებ , თორემ იქოთ არაფერში არ უნდა დაეხმარო, პირიქით , მის მოწინააღმდეგეს უნდა შეუწყო ხელი რითაც შეძლებ. ნუ ის კატეგორია ვისაც ეროვნული თავმოყვარეობა საერთოდ რა არის არ გაეგება ამას ვერაფრით გაიგებს და მაგაათთვის რამის ახსნას აზრი არც აქვს.
არტ
09 თებერვალი 2022 00:08
4
კლოდ სორელმა რა სთქვა, შენ პირადად მოუსმინე? იქნებ შენნაირების დავალებით ილაპარაკა ცუდი ყველა რუსსზე? მთელი ერის მტრად გამოცხადება არაფერს კარგს არ მოგვიტანს!
....
10 თებერვალი 2022 17:06
0
Mcxvenia qartveli ro var tqveni komentarebis chemdeg vimedovneb rom fulze gakiduli botebi xart
Taviti
08 თებერვალი 2022 22:55
4
Ase ram dagabrmavat ar gekot rusetma rac monobachi gacxovrat da raebs wert sitcxvili mladt dakarget namusi ras igebt amnairs samchoblos xalatchi vai tqvenair qartvelebs
Taviti
08 თებერვალი 2022 22:53
5
ნახევარი მილიონი რუსეთში ცხოვრობს და რა, ყველა მოღალატეა ?
სამართალი
08 თებერვალი 2022 20:10
39
რა თქმა უნდა არა. პირიქით
Mm
08 თებერვალი 2022 21:46
2

სიახლეები პოპულარული