ქართულ რაგბიში კოვიდ 19-ის რეგულაციები გაუქმდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირებსა და თამაშებზე, როგორც კაცთა (ყველა დონეზე), ასევე ჭაბუკთა ლიგებსა და ბავშვთა ფესტივალებზე, კოვიდ 19-ის რეგულაციები გაუქმდა.

გუნდებს აღარ აქვთ მოთამაშეთა აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ან ტესტირების ვალდებულება. ასევე, ყველა ლიგაში მოიხსნა მატჩზე დასწრების შეზღუდვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რაგბის კავშირი გუნდებს აძლევს მოთამაშეთა აცრის რეკომენდაციას. ასევე, მათ ურჩევს, რომ თამაშის წინ მოხდეს აუცრელი მოთამაშეების ტესტირება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.

ერთადერთი, რაც არსებული რეკომენდაციებიდან ძალაში რჩება, მატჩის გადადების მოთხოვნაა, იმ შემთხვევაში, თუ
გუნდის 6 ან მეტ წევრს ვირუსი დაუფიქსირდება.

rugby.ge

altრაგბიში ქართულ-ბრიტანული მეგობრობის გასაღრმავებლად...

მკითხველის კომენტარები / 1 /
კოვიდ-ისტერია დასრულდასავით, მაგრამ ბოლომდე ვერ ეშვებიან.
გიორგი
03:08 16-04-2022
0

სიახლეები პოპულარული