ფიჯელი მორაგბეები საქართველოში, რომელთაც მამუკა გორგოძე უყვართ

AutoSharing Option
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ „ტაოს“ გუნდს სამი ფიჯელი მოთამაშე შეემატა. რატუ ჯოსაია ნაკიკა, ჯოსესე ბერიმენ კურუკავუ და ნელესონი ნავუასე ნასოკიტაბუა კუნძულ ფიჯის პატარა ქალაქ სიგატოკადიდან არიან.

რთულად გამოსათქმელი სახელების გამო ახალგაზრდა სპორტსმენებს "ტანჯულა", "ტოპე" და "მემერიდე" შეარქვეს.

"მივიღეთ მოწვევა, რომ ჩამოვსულიყავით და მათ კლუბში გვეთამაშა. ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ქართულ რაგბის ვიცნობთ და ეროვნულ ნაკრებსაც ვგულშემატკივრობთ. ძალიან გვიყვარს მამუკა გორგოძე", – გვიყვებიან ისინი.

ფიჯიში რაგბი ეროვნულ სპორტად ითვლება. ახალზელანდიელები თამაშამდე სარიტუალო ცეკვა "ჰაკას" ასრულებენ, ფიჯიში კი - "ფიმბის". სარიტუალო ცეკვა გუნდის
სიამაყესთან, ძალასთან და ერთობასთან ასოცირდება. ფიჯელი მორაგბეები ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში "ფიმბის" ტაოელებსაც ასწავლიან.

"ტაო" საქართველოს პირველ ლიგაში გამოდის.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

altრაგბიში ქართულ-ბრიტანული მეგობრობის გასაღრმავებლად...


მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხო, ნუ დახოცავთ ერთმანეთს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩამოვიდნენ. კეთილი იყოს!
გიორგი
12:18 22-04-2022
0
არადა არც ისე რთულია ამათი სახელების გამოთქმა როგორადაც ამბობენ
კ.მარქსი ფ.ენგელსი
09:52 21-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული