7-კაცა | მეორე ადგილი მსოფლიო სერიის შესარჩევში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცას ჩილეში გამართული მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ტურნირის დასკვნით დღეს, ნახევარფინალში, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის ჩვენმა გუნდმა რევანში აიღო – მასპინძელი ჩილე 31:14 დაამარცხა. მეტოქე დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა თემურ კოხოძის ერთი და მირიან მოდებაძის ორი ლელოს შემდეგ, საქართველო შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (19:7). მეორე ტაიმშიც პირველი ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და სტუმრებმა სამით უპასუხეს – კოხოძემ დუბლი შეასრულა, ნიკა გიგაურმა და ლაშა ლომიძემ კი თითო ლელო გაიტანეს.

ფინალში ურუგვაის შევხვდით, ორჯერ დავრჩით კაცნაკლული და მეტოქემ ორი
ლელო გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჭუაძემ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ სიჩქარეში და წვიმაში შეცდომები დავუშვით, ბოლოს ლელო კვლავ მეტოქემ გაიტანა და ურუგვაიმ 19:5 მოიგო.

მიუხედავად ამისა, ეს იყო ჩვენი 7-კაცას საუკეთესო შედეგი ბოლო წლებში. ფინალში თამაშის შედეგად, სავარაუდოდ, საქართველოს მსოფლიო სერიის რამდენიმე ეტაპზე წვეულ გუნდად დაუძახებენ. ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს სერიაზე ბოლოს 2008-2009 წლების სეზონზე ითამაშა.

ჩილეში მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ითამაშეს
იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მცირეხნიანი მოსამზადებელი პერიოდი გამოუვიდათ,თორემ მჯერა,გაცილებით მეტი შეგვიძლია.იქნებ მოხერხდეს,მაღალი კვალიფიკაციის მორაგბეებმა,7 კაცა რაგბიშიც სისტემატურად შესძლონ თამაში.მათ ხელის ტექნიკასაც ძალიან დაეხმარება და მაღალ სიჩქარეზე თამაშის ჩვევასაც მისცემს ბიჭებს.რაიმე უნდა მოვიფიქროთ,რომ მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიურ ლიცენზიებამდე მივაღწიოთ.
სოსო
17:10 16-08-2022
1

სიახლეები პოპულარული