ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ

7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ

საქართველოს 7-კაცამ წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სტაბილური შედეგები აჩვენა, ორი ეტაპის ჯამში შარშანდელზე უკეთესი, მე-5 ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური.

შარშან 7-კაცამ ევროპის პირველი ეტაპი ალგარვეში (პორტუგალია) მეორე ადგილზე დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება იყო, მაგრამ მეორე ეტაპზე მხოლოდ მე-9 პოზიციას დასჯერდა და ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ჩელენჯერის სერიის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

წელს ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები პირველ, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპზე თასის ნახევარფინალში გავიდნენ და მე-4 ადგილი დაიკავეს, ჰამბურგში (გერმანია) კი 6-იდან 4 თამაში მოიგეს და მე-5 ადგილზე გავიდნენ. ჯამში საქართველომ, შარშანდელთან შედარებით, წელს ერთი ადგილით წინ წაიწია და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩელენჯერის სერიის საგზური.

მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე ფიქრობს, რომ გუნდმა ჩელენჯერის სერიაზე თამაშით გამოცდილება შეიძინა და სტაბილურობაც ამის შედეგია:

- ძალიან კარგი და დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. ევროპული გუნდები გაზრდილები არიან. იტალია, ბელგია და ლიეტუვა ბოლომდე მოგვყვნენ და ფაქტობრივად, ბოლო თამაშებმა გადაწყვიტა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზურის ბედი. წლევანდელ ჩელენჯერის სერიაში თამაშმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ამან ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. დუბაის, მონტევიდეოსა და მიუნხენის ეტაპებზე თამაშმა, ტურნირების გადაბმამ, 7-კაცასთვის საჭირო სათამაშო ფორმაში შესვლის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბიჭების თავდადება. ამ ყველაფრის გარეშე მე-5 ადგილის დაკავება და დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ვფიქრობ, აქ მიღებული გამოცდილება ბიჭებს და ქართულ რაგბის აუცილებლად გამოადგებათ.

- პირველ, მაკარსკას ეტაპზე ორი თამაშის მოგებით მეოთხე ადგილი დავიკავეთ...

- ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ამის გამო. ჩვენი ჯგუფიდან ნახევარფინალში სამი გუნდი გავედით – ჩვენ, ირლანდია და გერმანია. ოთხეულში მხოლოდ საფრანგეთი იყო სხვა ჯგუფიდან. გერმანიასთან (5:22) და ირლანდიასთან (10:17) ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. მეოთხედფინალში ბელგიას დამატებით დროში მოვუგეთ, რამაც ჩელენჯერის საგზურის მოპოვების კარგი შანსი გაგვიჩინა. მაკარსკაში ტრავმის გამო სამი მოთამაშე გამოგვაკლდა და პრობლემები ამანაც შეგვიქმნა, თუმცა მე-4 ადგილი საკმაოდ კარგი შედეგი იყო.

- ჰამბურგში ორჯერ მეტი, 4 თამაში მოვიგეთ და მე-5 ადგილზე გავედით...

- მეორე ტურნირიც დაძაბული გამოდგა. ჯგუფში ესპანეთს (17:12) და ლიეტუვას (10:7) მოვუგეთ, რითაც მეოთხედფინალში გავედით და ძალიან ძლიერ პორტუგალიის გუნდს შევხვდით, რომელიც 7-კაცაში პროფესიონალური გუნდია. მოგების შანსი გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა და მეტოქემ 1 ლელოთი გაიმარჯვა (14:21). მე-5 ადგილის ნახევარფინალი ბელგიასთან გვქონდა და ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მე-3 დამატებით წუთზე ჯარიმით მოვიგეთ (10:7) და ცხადი გახდა, რომ ვერც ის და ვეღარც იტალია დაგვეწეოდა, მაგრამ ეს პრესტიჟის თამაში იყო. იტალიამ საოცარი ბრძოლა გაგვიმართა, თუმცა ჩვენი მონდომებაც დიდი იყო და 14:12 გავიმარჯვეთ.

- შედეგებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა თამაშში დაძაბული ბრძოლები გვქონდა და მცირე სხვაობა დაფიქსირდა. ასეა გაზრდილი ევროპული გუნდების დონე?

- მას შემდეგ რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, ამ მიმდინარეობას არასარაგბო ქვეყნებმაც დიდი ყურადღება დაუთმეს, მაგალითად, გერმანიამ, ბელგიამ და ლიეტუვამ. ის 15-კაცასთან შედარებით უფრო იოლი მისახედია და ყველა ცდილობს, მაღალ დონეზე ითამაშოს. 7-კაცა ფიზიკური სპორტია, დიდ როლს თამაშობს მძლეოსნობა, რასაც ზოგადად ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა, ჩვენთან კი ამ კუთხით პრობლემებია. სპორტსმენები ბავშვობიდან უნდა მიეჩვიონ ამ ფიზიკურობას. ევროპულ გუნდებს უცხოელი მწვრთნელები ჰყავთ და როდესაც ფიზიკურობის მხრივ ბაზა აქვთ, აღარ უჭირთ ბურთაობის დახვეწა. ჩვენ ამას დიდი ძალისხმევის ხარჯზე ვახერხებთ. ზოგადად, 7-კაცას დონე ძალიანაა გაზრდილი. ძალიან სუსტი უნდა იყოს გუნდი, დიდი ანგარიშით რომ მოუგო. ჩვენ ამ ფიზიკურობის ნაკლებობის აღმოფხვრას ხასიათის და თავდადების ხარჯზე ვახერხებთ. ხასიათმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში. მეტი შრომით საქართველოს 7-კაცას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს.

- როგორ გესახებათ ამ პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობა?

- პროფესიონალები უნდა გავხდეთ და წლიდან წლამდე სპორტსმენებმა 7-კაცასთვის საჭირო ფიზმომზადება გაიარონ. ჩვენს შემთხვევაში ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ეს ბიჭები თავიანთ კლუბებში 15-კაცა რაგბის თამაშობენ და ჩვენთან მხოლოდ კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ. ამ ყველაფერს მეტი მუშაობა და დრო სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ გვქონდა. ხელი ტრავმებმაც შეგვიშალა. ბოლო ტურნირზე სულ 3 დაკონტრაქტებული მოთამაშე გვყავდა, დანარჩენი მორაგბეები კი 15-კაცას გუნდებიდან დავიმატეთ. სექტემბრიდან 7-კაცას 8 დაკონტრაქტებული მოთამაშე ეყოლება, რომლებიც მუდმივად ჩვენთან ივარჯიშებენ და ამან სიტუაცია უნდა შეცვალოს.

- ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. გერმანიას სამჯერ ვეთამაშეთ და ვერცერთხელ გავიმარჯვეთ…

- გერმანიას წლებია 7-კაცას პროფესიონალური გუნდი ჰყავს, უცვლელი შემადგენლობით და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გერმანიასთან იყო თამაშები, რომლებშიც მოგება ვერ შევძელით, თუმცა გვქონდა ისეთი თამაშიც, რომლის მომდევნო შეხვედრა უფრო დიდ დატვირთვას ატარებდა და ძალები აღარ დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გერმანიას მოვუგოთ და ეს აუცილებლად მოხდება.

- 2025 წელს კვლავ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიებით ვიწყებთ. როგორ მოემზადებით მისთვის?

- ჩელენჯერის სერია იანვარში დაიწყება და სამ ეტაპად გაიმართება. ვარჯიშებს აგვისტოდან განვაახლებთ და გვექნება მოსამზადებელი ტურნირი. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში დუბაიში ვითამაშებთ. ჩვენი მენეჯერი მუშაობს სხვა შესაძლებლობებზეც.

- მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე 2022 წელს მეორე ადგილი დავიკავეთ, 2024 წელს კი მხოლოდ მე-8 ადგილზე გავედით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა შედეგს გეგმავთ 2025 წელს?

- მეორე ადგილზე რომ გავედით, მხოლოდ ერთი ტურნირი ჩატარდა და მას კარგად მომზადებულები შევხვდით, თანაც ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გვყავდა დამატებული. ეს განსხვავებული შემთხვევა იყო. წელსაც გვქონდა კარგი თამაშები და ისეთი გუნდებიც დავამარცხეთ, რომლებიც მსოფლიო სერიაზე ავიდნენ, მაგალითად, ურუგვაი. ვნახეთ, რომ დაუმარცხებელი არავინაა და თუ შევძლებთ პროფესიონალიზმის ამაღლებას, ჩვენც შევძლებთ მსოფლიო სერიაში დაწინაურებას. წელს ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება, რაც შესარჩევ ტურნირში თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს. ამისათვის საკმარისი გამოცდილება შევიძინეთ, ვნახეთ, რას წარმოადგენს ეს ტურნირი და თუ კარგად მოვემზადებით, დასახული მიზნის მიღწევასაც შევძლებთ.

Rugby.ge

მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ

ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს

7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

საქართველო XV VS ბრაზილია - რა გვჭირდება ზაფხულის თასის მოსაგებად

7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე

საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია

7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე

ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ

7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად

7-კაცა | 13 მოთამაშით სამხრეთ აფრიკაში

7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან

ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს

7-კაცა | ქუთაისში შეკრება დაიწყო

ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა

საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა