საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" სუპერთასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი "შავი ლომი" ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლიანობაში, "შავმა ლომმა" მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა და დაგეგმილი ბონუსით გაიმარჯვა.
თამაში ორივე გუნდმა არეულად დაიწყო. ხშირი ტექნიკური წუნის გამო იერიშები დიდი ხნის განმავლობაში ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდიოდა. ამ პერიოდში "ბათუმმა" ორჯერ სცადა შორიდან ჯარიმით
ტაიმის ბოლოს "შავი ლომის" უპირატესობა გამოიკვეთა. 22-ში დერეფნიდან შეტევის შემდეგ ლუკა ივანიშვილმა რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოს ხაზი გადაკვეთა. გაწითლებულ დროზე თამაში აირია, რითაც კვლავ სტუმრებმა ისარგებლეს. ცენტრიდან დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ თენგიზ პერანიძემ ფეხით შეაცურა ბურთი და ის ლელოში მირიან მოდებაძემ დაამიწა. მატკავამ ორივე გარდასახა – 17:3 "შავი ლომის" სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დებიუტშივე სტუმრებმა მესამე ლელო გაიტანეს. 43-ე წუთზე აგორებული მოლი ლელოთი შალვა მამუკაშვილმა დაასრულა. ამის შემდეგ თამაში ისევ ჩაიკეტა. 55-ე წუთზე სინბინით ბათუმელთა ბურჯი მურმან ჯიჯავაძე დაისაჯა, თუმცა მალე ყვითელი ბარათი ‘შავი ლომიდან’ მიხეილ გაჩეჩილაძემ და გიორგი მარგალიტაძემ მიიღეს. კაცნაკლულმა სტუმრებმა თავის დაცვა კარგად მოახერხეს, მერე თავად გადავიდნენ შეტევაში. ხელდახელ შეტევა აკა ტაბუცაძემ ლელოთი დაასრულა და ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:3.
რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური
11 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“
ბათუმი (საქართველო) – შავი ლომი (საქართველო) 3:29 (3:17)
ბათუმი
ხაზი: 15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. სანდრო სვანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი;
შერკინება: 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. დაჩი კოპაძე, 6. კოკი თხილაიშვილი (კაპ.), 7. გუგა შენგელია, 8. ვანო ფუტკარაძე.
მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. ნიკა ჩუმაშვილი, 19. ნუკრი ფერსელიძე, 20. ლაშა ფოფხაძე; 21. დავით კლდიაშვილი, 22. ნიკა ნინიძე, 23. ვიტალი ირემაძე.
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ლაშა ლომიძე.
Rugby.ge