24 სექტემბერს ვალიადოლიდში, რაგბი ევროპის სუპერთასის დასავლეთ კონფერენციაში, ესპანური "იბერიანსი" პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" მასპინძლობს.

გუნდები 9-9 ქულით დასავლეთ კონფერენციის ლიდერები არიან და ურთიერთშეხვედრებში გადაწყდება, ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილებს. პირველი ცენტრალური შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება და მას ქართული სამსაჯო ბრიგადა გაუძღვება. მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება, კიდეებიდან კი შოთა თევზაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარებიან.

ქართველი მსაჯებისთვის სუპერთასი უცხო ხილი არაა. გასულ სეზონში ქართველმა მსაჯებმა ოთხი შეხვედრა განსაჯეს. აქედან სამში, მათ შორის, ნახევარფინალში, მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იყო, ერთხელ კი - აბულაშვილი. წლევანდელი სუპერთასის პირველ ტურში "ვულვზი"-"ჰითის" შეხვედრაში გიგა მშვენიერაძე მთავარი მსაჯი იყო, ხოლო კიდეებიდან შოთა ცაგარეიშვილი და საბა მახარაძე ეხმარებოდნენ.

„ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა და მაშინაც გვქონდა დანიშვნები. ჩემს მუშაობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა და წელსაც მივიღე ჯგუფურ ეტაპზე დანიშვნა, თანაც უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე. "იბერიანსი" და "ლუზიტანუში" დასავლეთ კონფერენციაში ლიდერები არიან, ორივე თავისი ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია და გახსნილი, სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს“ – ამბობს საბა და განაგრძობს:

„ყველა მსგავსი დანიშვნა ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. დიდი 10 სამსაჯოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია და სუპერთასზე ამ მხრივ პრობლემები არ გვექმნება. ეს არის შანსი, საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შემდგომში უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღოთ“.

აბულაშვილისთვის გასული ზაფხული საინტერესო გამოდგა, რადგან ის ტესტ-მატჩებში იყო ჩართული და კიდით მსაჯად ორ შეხვედრაში იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ორივე თამაში საქართველოში გაიმართა და ერთში "ბორჯღალოსნებმა" იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (28:19), მეორეში კი პორტუგალიას სძლიეს 23:14.

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით, ბათუმში, იტალიასთან თამაშზე. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. როდესაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშის მსაჯობა გიწევს, განსხვავებული განცდები გეუფლება, მაგრამ ემოციებს გვერდით სწევ და სხვაგვარად გიწევს საქმეზე ფოკუსირება. ამ თამაშის ჩანაწერს მოგვიანებით ვუყურე და მაშინ განვიცადე გამარჯვებით გამოწვეული ემოციები“.

„რაც შეეხება თავად თამაშს, იტალიას რამდენჯერმე ჰქონდა გარდამტეხი მომენტი, თუმცა საქართველომ თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ საქართველო მეტოქეზე მეტად იყო მონდომებული. მანამდეც, ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ მთელი ქვეყანა ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადებოდა და ღონისძიებებიც მუხტის ასაწევად იყო დაგეგმილი. მოედანი და ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ბევრი ქვეყანაში, ბევრ სტადიონზე მიმსაჯია, თუმცა ასეთი გარემო და აურა აქამდე არსად შემხვედრია. მოთამაშეებმა ეს მუხტი კარგად გადაიტანეს მოედანზე და შედეგიც შესაბამისი დადგა“.

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
სუპერთასის ფინალი თბილისში!
10 მსაჯით ევროპაში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები ბუქარესტში და ქუთაისელთა საერთაშორისო დებიუტი
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი "U20 ექვს ერში"
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს