![](https://sportall.ge/pictures/image5/e5b19efef3072376a7fb72848cfa777d.jpg)
7-კაცას პირველ დღეს ორი თამაში ჰქონდა მოგებული და ჯგუფური ეტაპი სამხრეთ აფრიკის SA ALL STARS 7S ACADEMY-სთან დაასრულა. მართალია გამარჯვება მეტოქეს დარჩა (14:24), თუმცა საქართველომ თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და იქ WYVERN HARLEQUINS შეხვდება, გუნდს, რომელმაც ქართული არმიის გუნდი გუშინ 25:12 დაამარცხა და ახლა რევანშის შანსი გვეძლევა.
![დუბაი7 | მეორე დღე - 7-კაცა და 7-ქალა თასის მეოთხედფინალში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a8f1420b1e9a24a3a5ae0355fc442425.jpg)
ამავე ტურნირში ქართული არმიის 7-კაცამ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში უზბეკეთის ეროვნული ნაკრები 17:0 დაამარცხა, თუმცა
რადგან გუშინ ორივე თამაში დათმო, მე-9 ადგილის მეოთხედფინალში გავიდა და იქ გამარჯვება NORTH WEST BARBARIANS დარჩა – 19:17.
ქალთა საერთაშორისო ღია ტურნირში, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა 7-ქალამ და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. გოგონებმა დღეს SCOTTY’S RUGBY-ს 15:0 მოუგეს და ხვალ RHINOS RUGBY-ს ერკინებიან.
7-კაცა დუბაიში
ქალთა საერთაშორისო ღია ტურნირში, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა 7-ქალამ და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. გოგონებმა დღეს SCOTTY’S RUGBY-ს 15:0 მოუგეს და ხვალ RHINOS RUGBY-ს ერკინებიან.
7-კაცა დუბაიში
სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.
მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე
7-ქალა დუბაიში
სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, ირმა გულიაშვილი, თამარი მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანი კაპანაძე, ანა დათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
ქართული ჯარი 7
ლევან რატიანი, ოთარ ფორჩხიძე, ლაშა დვალიშვილი, ლექსო ნანოშვილი, გურამ ყენია, გიორგი გელაშვილი, ისმაილ მარსაგიშვილი, გიგა კაციტაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, საბა ილურიძე, რამაზ ხარაზიშვილი, გიგლა ბობოხიძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე
Rugby.ge