სუპერთასი | "შავმა ლომმა" ფინალისთვის ორი შეცვალა

AutoSharing Option
"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერთასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის "თელავივ ჰითი" იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

"ჰითი" ერთადერთი გუნდია, რომელთანაც "შავ ლომს" არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერთასის ფინალს პირველად უმასპინძლებს და ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელის გუნდმა "ლუზიტანუში" პორტუგალიაში 30:22 დაამარცხა. თავის მხრივ, ნახევარფინალში "შავმა ლომმა" ესპანურ "იბერიანსს" ლამაზ სტილში, 41:9 სძლია.

იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – თითო-თითო
ხაზსა და შერკინებაში. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს გამოცდილი ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძემ კი ტრავმირებული აკა ტაბუცაძის ნაცვლად ფრთაზე გადაინაცვლა. ღერძად კვლავ თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ; ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, მეორე ფრთაზე კი ოთარ ლაშხი დადგება.

მესამე ხაზში ტრავმირებული მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად ძირითადში ნიკო აფციაური დაწინაურდა. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი; უცვლელია პირველი და მეორე ხაზი – ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, ნიკა პატარაია, ნოდარ ჭეიშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "შავი ლომის" მარქაფაში ბრუნდება კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. მეორე ხაზში გამოჩნდა თორნიკე აქუბარდია, ხაზში კი - სანდრო თოდუა. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს ნიკა ხატიაშვილმა, გიორგი ჩხარტიშვილმა, პაატა გალდავამ, გიორგი მარგალიტაძემ და ლაშა ლომიძემ.

Sportall.Ge

რაგბი ევროპის სუპერთასი. ფინალი

17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 16 საათი

შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მჯერა,სეზონში სამჯერ ეთამაშოს და ვერც ერთხელ ვერ მოუგოს,ამ გათამაშების რომელიმე გუნდს.მათიაშვილმა და ტაბუცაძემ,ვნახეთ როგორი ტრავმებიც მიიღეს.კარგი იქნებოდა რაიმე ინფორმაცია დაგედოთ მათი და სხვა ტრავმირებული ბიჭების მდგომარეობის შესახებ.სხვა თუ არაფერი,ამდენ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ,ჩვენი მხრიდან.
სოსო
18:10 16-12-2022
0

სიახლეები პოპულარული