"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ერთი რამ ვერ გამიგია, როგორ ახერხებთ თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას? ირგვლივ მიმოიხედეთ, ხალხი დღეებს ითვლის, ათასგვარი დაავადებების გამო. ადამიანები მთელი ცხოვრება ეტლით გადაადგილდებიან და მათ ვინც უვლის ვაჟკაცურად უმკლავდებიან გასაჭირს. წარმოიდგინეთ, ავადმყოფ შვილს რომ უყურებს ყოველდღე ან მომაკვდავ მშობელს, ან მეუღლეს ამ თავად როცა ადამიანია ავად, გიფიქრია მათ ყოველდღიურობაზე? ყველა ინატრებდა ისეთ ,,პრობლემას'' როგორზეც თავად დარდობთ. აქ გირჩიეს დეპრესანტები და ექიმიო. ახალი საქმის კეთება უნდა დაიწყოთ რომელიც გეყვარებათ და აღარ შეგაწუხებთ დეპრესია.
ბოდიშის მოხდით
18 იანვარი 2023 03:48
10
მე ვიქნები შენი ძმა.
ყველაფერი იქნება უკეთ და კარგად.
გთხოვ მერწმუნე.
გამაგრდი.
მხარში ამოგიდგებით.
ნუგო
18 იანვარი 2023 00:12
0
ვაჟკაცი ბიჭი ხარ ანტონ, მე ყოველთვის მახსოვს შენი თავგანწირული თამაში როგორც ნაკრებში ასევე კლუბში. დეპრესას რაც შეეხება მაგრად შველის ეკლესია, მადლობა ღმერთს ქართველებს გვაქვს საშუალება მივიდეთ ტაძარში და ნელ ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება!
გულშემატკივარი
17 იანვარი 2023 16:13
0
როდესაც მთელ ცხოვრებას უძღვნი საყვარელ საქმეს და მის გარეშე რჩები, ასე ხშირად ხდება. რაგბისტებისგან განსხვავებით სხვა სპორტის წარმომადგენლებისთვის (სადაც ფულია) უფრო ადვილია. ანებებ თავს მილიონერი და ბევრ რამეზე შეგიძლია გადაერთო. ანტონის დონის რაგბისტი კი გამოდის, რომ ხელფასზე იყო და რჩება საერთოდ ისე. ეს დაახლოებით ის დონეა, ფეხბურთში რეალში ან ბარსელონაში რომ გქონდეს ნათამაშები და პრიმერა მოგებული. ამ კალიბრისაა ანტონი და მისი კასტრი და ტოპ 14. ადვილია რჩევების მოცემა, როდესაც შენ არ გჭირს და არ გიჭის. ანტონ, დეპრესია მძიმე დაავადებაა და მკურნალობა შჭირდება. აუცილებლად მიმართე ექიმს. მიზეზები ამის გარადც უამრავი შეიძლებაიყოს. რაღაც პერიოდი მედიკამენტების მიღებაც მოგიწევს, მაგრამ არც ეგაა ტრაგედია. მე გავიარე ეს გზა და მაგიტომ ვაძლევ თავს უფლებას ეს გითხრა. არ გიცნობ, ძმაო, მაგრამ მეც იგივე განცდა მეუფლება, რაც შენ ალო ემილეზე. გეხუტები და მესმის შენი ტკვილის. ღმერთი არ მიგატოვებს, ყველა ტკვილი კი გაივლის. ხვალ უკეთესი დღე გათენდება და იცოდე, რომ ხალხს უყვარხარ, არ ავიწყდები და სულ მადლიერია შენი. ჩვენც გვჭირრდები, ძმაო! გარდა იმისა, რომ, პირველ რიგში შენ ოჯახს ჭირდები! გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება!
ზურა
18 იანვარი 2023 00:04
0
ანტონ,
ეგეთი რამე არ თქვა მეორედ! შენ ეხლა უბრალოდ რთული პერიოდი გაქვს, ყველაფერს დაძლევ, და ძალინ მალე ყველაფერი იქნება ძალიან, ძალიამ კარგად! არ დანებდე!
ვახო
17 იანვარი 2023 23:43
0
ანტონ გვიყვარხარ, ბევრი ოცნებობს იმაზე რაც შენ შეძელი. ეგეთი ხმა ყველა ასამიანს ჩაესმის არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. კარიერის დასასრული ახალი შესაძლებლობაა რომელიც უნდა გამოიყენო
123
17 იანვარი 2023 15:50
0
პატრიარქს მიმართე ილია მეორეს
u
17 იანვარი 2023 15:03
22
თუ "იანგლე" ცოდო ხარ,თუ სერიოზულად ურჩიე,მეგობარი. ისე ცოტა ნათლად ჩამოაყალიბე შენი პოზიცია.... უფალი შეგეწიოთ
მარტვილელი
17 იანვარი 2023 17:30
2
anton shen ert erti imatgan xar vinc suls da guls debda chven karebshi da klubshi ase rom sadardebeli ar gaq namdvili profesionali da kargi adamiani xar . mxneobas gisurveb gamagrdi guli ar gaitexo
zura
17 იანვარი 2023 14:58
0
ანტონ, პირველ რიგში გილოცავ შობა ახალ წელს და უპირველეს ყოვლისა გისურვებ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას! პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენს უკან გულშემატკივრების უზარმაზარი არმია დგას რომლებსაც გვჯერა რომ ღმერთის შემწეობით და ერთიანი ძალისხმევით მოვერევით ამ პრობლემას. როგორც კი შენი წერილი წავიკითხე იმ წუთას გამახსენდა ამერიკელი(წარმოშობით ნიგერიელი) ექიმი ბენეტ იფეაკანდუ ომალუ(Bennet Ifeakandu Omalu), სასამართლო პათოლოგი და ნეიროპათოლოგი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა და გამოაქვეყნა დასკვნები ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის (CTE) შესახებ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებში.ამაზე სხვათაშორის ფილმიც გადაიღო ჰოლივუდმა 2015 წელს Concussion (ტვინის შერყევა) ასე ქვია ფილმს(უილ სმიტი თამაშობს მთავარ როლს). იქნებ მოვახერხოთ ერთად და როგორმე ხმა მივაწვდინოთ ამ ექიმს როგორც ვიცი ახლა კალიფორნიის შტატში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ გისურვებ ჯანმრთელობას.
გულშემატკივარი
17 იანვარი 2023 20:46
0
გულწრფელი სიტყვებია “როცა ამბობ არ გსურს შვილის უმამოდ დარჩენა”…
ღმერთთან იკონტაქტე მეტად მეგობარო, ქართველი კაციც არ მიგატოვებს…
ცხოვრება რთულია, გეცოდინება მისი გამოწვევები, მაგრად დადექ ძმიავ❤️
ბაქარ
17 იანვარი 2023 19:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული