"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ვფიქრობ 3 რამე გჭირდება ერთდროულად პირველი იარე ტაძარში და ეზიარე ხოლმე და მეორე კარგი ნევროლოგი შეარჩიე და გაესაუბრე, სავარაუდოდ დაგინიშნავს მედიკამენტურ მკურნალობასაც, დეპრესია ჩვეულებრივი დაავადებაა რომელსაც პროფესიონალური მკურნალობა სჭირდება და განკურნებადია ნამდვილად უბრალოდ თვითმკურნალობა ანტიდეპრესანტებით დაუშვებელია თორემ უარეს შედეგს მიიღებთ, უარეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი მინახავს საწოლიდან რომ არ დგებოდნენ თვეობით მაგრამ დღეს ხალისიანი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ, და მესამე დაკავდი იმ საქმიანობით რაგბი იქნება თუ სხვა რამე რაც გსიამოვნებს და გიხარია, სამივე აუცილებელია დეპრესიის შემთხვევაში, პირველი ორი განსაკუთრებით
მერაბი
17 იანვარი 2023 20:35
2
საქართველოში ყველა რაგბის გულშემატკივარს ძალიან უყვარს ანტონ ფეიქრიშვილი ეს აქსიომაა. პოდკასტებმა კიდევ უფრო შემაყვარა, რადგან იქიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა წესიერი და კარგი პიროვნებაა.

gio
17 იანვარი 2023 19:34
0
უნდა იაქტიუროს, იმუშაოს, ან მწვრთნელის ლიცენზია აიღოს, ან რაღაცა ქნას. ახალგაზრდა კაცია. რას წუწუნებს.
ვაჟა
17 იანვარი 2023 16:59
13
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
ვახტანგი
17 იანვარი 2023 16:44
0
Chemo dzmao meti fizikuri aqtivoba, bunebastan siaxlove, axali saqme gamoichine rac gdiamovnebs da saghamoobit mxolod indika. Warmatebebi
Ttt
17 იანვარი 2023 22:28
1
ღმერთამ კ9ნტაქტი კარგია, მაგრამ აბა ერტი ტუ მაინც ურჩევთ ფსიქიატრს ეჩვენოს. აღარ გვინდა მედიცინა, მხოლოდ ლოცვა. ვახ!
Vax
17 იანვარი 2023 20:32
7
ყველა დეპრესია და ფსიქოლოგიური დისკომფორტი იმის მანიშნებელია რომ ადამიანი უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს. რაღაც ახალი უნდა დაიწყოთ, რაც რაგბთან სულაც არ იქნება დაკავშირებული. თავიდან სულაც ვერ აღმოაჩენთ თქვენთვის საყვარელ საქმეს, მიედ მოედეთ ყველაფერს. ყველაფერი სცადეთ ახალი უნარები შეიძინეთ. თქვენს სულს ეგ სჭირდება ახლა ყველაზე მეტად. არ გაჩერდეთ და არ "იბუქსაოთ" ერთ ადგილას. ბოლო ბოლო ბავშვი ამეცადინეთ. წაიყვანეთ სკოლაში , მოიყვანეთ . ტვინის სხვა უბანი უნდა დაკავდეს და ახალი ქსელი უნდა წარმოიშვას. ეგ დეპრესიაც გაგივლით. არარაობას რაც შეეხება: ჰო მიიღეთ თქვენი ტავი როგორც არარაობა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი არარაობები ვართ. აბა რა ვართ? ვისაც უძლეველი და ვინმე ეგონა ტავი ყველას დაცემა იხილა კაცობრიობამ. ასე რომ ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი ხართ , მიჰყევით თქვენს ცხოვრებას, თქვენს გასავლელ გზას მ ხ ი ა რ უ ლ ა დ!!
მაიკო
18 იანვარი 2023 09:41
0
ანტონ შენ უამრავ გულშემატკივარს ახსოვხარ და პატივს გცემს და არც იმ სიხარულს ივიწყებს რაც შენი თამაშით მიგინიჭებია მათთვის. ასე რომ სადარდებელი არაფერი გაქვს და მითუმეტეს არარაობა ნამდვილად არ ხარ.გადაგივლის ეგ უხასიათობა და ყველაფერი კარგად იქნება.
დათო
18 იანვარი 2023 07:56
0
კომენტარებს კი წერთ მონდომებით, ხალხო, მაგრამ, აბა დაფიქრდით, ამ კაცს ჩვენ რა უნდა ვასწვალოთ? მსოფლიო აქვს ნანახი. უბრალოდ, იმას ამბობს, რაც, მგონი, სხვადასხვა დოზით ყველა დაფიქრებულ ადამიანს აქვს განცდილი.
ანტონს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა.
Რაგბის ფანი
17 იანვარი 2023 18:59
0
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
ვახტანგი
17 იანვარი 2023 16:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული