სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში "შავმა ლომმა" მონტევიდეოში ჩილეს "სელკნამი" 33:30 დაამარცხა.
პირველი ტაიმი "შავმა ლომმა" 21:10 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულმა გუნდმა მოიპოვა.
ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" არგენტინის "დოგოს XV"-ს 75:19 სძლია, შემდეგ შეხვედრას კი 21 აპრილს ბუენოს-აირესში ადგილობრივ "პამპასთან" გამართავს.