"შავი ლომმა" სამხრეთ ამერიკაში მეორე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში "შავმა ლომმა" მონტევიდეოში ჩილეს "სელკნამი" 33:30 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "შავმა ლომმა" 21:10 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულმა გუნდმა მოიპოვა.

ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" არგენტინის "დოგოს XV"-ს 75:19 სძლია, შემდეგ შეხვედრას კი 21 აპრილს ბუენოს-აირესში ადგილობრივ "პამპასთან" გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ბევრი ჯარიმა იყო!!! ყოჩაღო ნამდვილად არა, მაგრამ წარმატებები!!!
ზაზა
15 აპრილი 2023 14:51
0
ეს,გაცილებით ძლიერი გუნდი ჩანდა,მსაჯი კი,თამაშს არავის აცდიდა.ყოჩარ ბიჭებს,ვულოცავ გამარჯვებას.რამდენადაც ვიცი აკლიმიტიზაციის პროცესი,დაახლოებით ამ დღეებში უნდა იყოს განსაკუთრებით მტკივნეული და მაინც ეყოთ ძალები,თამაში წარმატებით დაემთავრებინათ.გამარჯვების ლელო,განსაკუთრებით ფასეულია და ჩვენი ბიჭების ძლიერ მენტალიტეტზე მეტყველებს.
სოსო
15 აპრილი 2023 13:03
0
გილოცავთ ლომებო.. კაი თამაში გამოვიდა.. კაი ბრძოლა იყო
jei
15 აპრილი 2023 13:02
0

სიახლეები პოპულარული