გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შესანიშნავი შანსი ქართველი გულშემატკივრისთვის, თბილისში იხილოს ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი კლუბები:
„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. წლების განმავლობაში რაღაცას რომ ითხოვ და მოგეცემა, მერე თავი უნდა გამოიჩინო. ჯერ წინ მსოფლიო თასი გველის და სრულად მასზე ვართ კონცენტრირებული, მერე კი ჩელენჯ თასისთვის მოვემზადებით და დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარვდგებით. ყველაზე
შალვა მამუკაშვილს EPCR-ის ტურნირებში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასში ინგლისური "სეილ შარქსის", შოტლანდიური "გლაზგოს", ფრანგული "მონპელიესა" და რუსული "ენისეის" რიგებში უთამაშია. ის ბედნიერია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა ქართული კლუბის სახელით ექნება:
„ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პირველი ქართული ფრენჩაიზი თამაშს ჩელენჯ თასზე გააგრძელებს და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული რაგბისთვის. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, რადგან არ მეგონა კარიერის დასრულებამდე ქართული კლუბის შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი ასეთი მაღალი დონის ევროტურნირს, ახლა კი ეს რეალურია. ჩელენჯ თასი იგივე ტესტ-რაგბია, იგივე დონის თამაშებია სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შორის და ძალიან წაადგება ეროვნულ ნაკრებს, რომლის 50%-ს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები შეადგენენ“.
შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და "გლოსთერს" (9 დეკემბერს) და "კლერმონს" (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, "სქარლეთსა" (15 დეკემბერს) და "კასტრს" (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება.
Rugby.ge