საბა აბულაშვილი მსოფლიო რაგბის ალაფის ფინალში

AutoSharing Option
ქართველი რეფერი საბა აბულაშვილი 30 ივლისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებს, რომლის გამარჯვებული გაისად ჩემპიონატში აღზევდება.

კენიაში მიმდინარე ალაფის ფინალში ესპანეთი და ურუგვაი გავიდნენ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ორივე მათგანმა ფავორიტად მიჩნეული გუნდი დაამარცხა – ესპანეთმა სამოას 28:10 მოუგო, ხოლო ურუგვაიმ შოტლანდიას 37:26 სძლია და ალაფაზე თამაში ერთი წლით გაუხანგრძლივა. ფინალური შეხვედრა 30 ივლისს, საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

„ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვიდა. ურუგვაი და ესპანეთი პირველად არიან ალაფის ფინალში და შესაბამისად, გამარჯვებული გაისად ჩემპიონატის დებიუტანტი იქნება. მე ტურნირზე
პირველ ტურში, სამოასა და კენიას (34:25) შეხვედრა ვიმსაჯე, რომელიც რთული გამოდგა. ხშირი იყო ჯარიმები, უხეშობები და 5-ჯერ მომიწია ბარათის გამოყენება (ვიდეორეფერის გარეშე). ეს თამაში ძალიან კარგად შეფასდა. შემდეგი ორი ტური გვერდითი მსაჯი ვიყავი, ახლა კი ფინალში ვბრუნდები მოედნის მსაჯად“.

„ესპანეთი და ურუგვაი თანაბარი დონის გუნდებია და ვფიქრობ დაძაბული და საინტერესო ფინალი იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამოცანას კარგად გავართვა თავი, რათა შემდგომში კიდევ უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღო“ – აღნიშნავს აბულაშვილი, რომელმაც დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალიც იმსაჯა და იმედოვნებს, რომ გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან მიიღებს მიწვევას.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია,წინ მივიწევთ
ნიკა
19:19 27-07-2023
0
ესპანეთს ნათამაშები აქვს ფინალი და ურუგვაის საერთოდ მოგებული, ასე რომ... წარმატებები საბას. არ აჩვენებს არავინ? იქნებ ბმული ჩააგდოტ ვინმემ რა!
რეზო
23:36 27-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული