ცნობილი ქართველი მორაგბე ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი მორაგბე ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა.

სპორტის სამინისტრო ლეგენდარული ქართველი მორაგბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბესარიონ ლილუაშვილი ქართველ მორაგბეთა პირველი თაობის წარმომადგენელია. იგი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ქუთაისის "აიაში'', "ლოკომოტივსა'' და "ჩოხატაურში''.

ბესარიონ ლილუაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი (1981, 1985); ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი (1981, 1983). 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ბესარიონ ლილუაშვილის წვლილს ქართული რაგბის განვითარებაში, უსამძიმრებს მის ახლობლებსა და მეგობრებს.“
- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

წყარო: პრაიმტაიმი
მკითხველის კომენტარები / 3 /
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს.
გიზოგ
16 აგვისტო 2023 17:29
0
აცხონოს უფალმა...ჯიგარი იყო ბესო...ნათელში ამყოფოს მისი ვაჟკაცი სული
ბუჯანგა
16 აგვისტო 2023 23:15
0
ვიზიარებ. განათლოს უფალმა .მინახავს მრავალი თამაში უზლიერესი მორაგბე იყო მოურავი
გოგა
16 აგვისტო 2023 17:07
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული