"დევები" სამოყვარულო რაგბის მსოფლიო თასზე

AutoSharing Option
პირველი ქართული სამოყვარული რაგბის კლუბი "დევები" 21 სექტემბერს საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც სამოყვარულო რაგბის მსოფლიო თასში მიიღებს მონაწილეობას.

16 გუნდი ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო თასის მეოთხედფინალში გადის. "დევები" გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის და აშშ-ს მოყვარულთა გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ურუგვაის გუნდები მოხვდნენ, ბ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, ტონგა და რუმინეთი; დ ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა და ჩილე.

გუნდები 20-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 23 და 24 სექტემბერსაა ჩანიშნული. "დევებს" პირველი და მეორე
მატჩი 23-ში აშშ-სთან და უელსელებთან უწევს, ხოლო ავსტრალიელებს 24-ში ეთამაშება.

"დევები" სამოყვარულო რაგბის მსოფლიო თასზე

შერკინება: ზურაბ ბურჭულაძე, ირაკლი ჩიტაია, ზაზა იაკობიძე, სანდრო ჯელია, ნიკოლოზ კვესაძე, შოთა წიწილაშვილი; გიორგი ბარკავა, ნიკოლოზ კოლხიტაშვილი, ლაშა ტაბატაძე; გიორგი ბაქრაძე, ზაზა გორდეზიანი, გიორგი გვიდიანი, მიშო ლომიძე, ალექსანდრე შენგელია, დაჩი წიწილაშვილი;

ხაზი: ლევან გოშაძე, ვახტანგ ჯაფარიძე, ალექსანდრე მინდიაშვილი, გრიგოლ ბაქრაძე, აკაკი დადვაძე, დავით გოგელია, რატი ღორჯომელიძე (კაპ.), თორნიკე ხმელიძე, ვლადიმერ ხუჯაძე, ჯოელ კიჯელი, ირაკლი მოდებაძე, დავით ფურცელაძე, პავლე ტოფაძე, ირაკლი ტრაპაიძე.

მთავარი მწვრთნელი: მამუკა გველესიანი

დამხმარეები: შალვა აბრამიშვილი, ჯონი ლაბაძე, ლუკა ლომინაძე

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული