ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეგიონული ლიგა | ‘რუსთავი’ და ‘წიქარა’ სოლიდური სხვაობით იგებენ

რეგიონული ლიგა | ‘რუსთავი’ და ‘წიქარა’ სოლიდური სხვაობით იგებენ

რეგიონული ლიგის დასავლეთში მესამე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად "კოლხი რაინდები" გალიდერდა. კოლხებმა 13 ქულა დააგროვეს და ჯგუფში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან. "აიეტს" ცხრილში 10 ქულით "ფენიქსი" გაუტოლდა და იმერული გუნდები მეორე-მესამე პოზიციებს იყოფენ. ლიდერთა სამეულს 1 ქულით "ჯანი" ჩამორჩება. მოუგებლად მყოფნი: "მეკობრეები" და ზუგდიდის "რაგბის კლუბი", აუტსაიდერთა რიგებში რჩებიან. აჭარლებმა 2 ნუგეშ-ქულის დაგროვება მოახერხეს, უქულოდ მყოფი მეგრელები კი ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ.

მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა ვანში გაიმართა. ბეჟან ხურციძის სახელობის არენაზე მასპინძელმა "აიეტმა" სამტრედიის "ფენიქსს" ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოუგო. ვანელთა ბურჯ თორნიკე ადეიშვილის გარდასახულ ლელოს „მტრედების“ შუამარბ საბა ცაგარეიშვილის გარდაუსახავი ლელო მოჰყვა.

მეორე ტაიმში მეტოქეებმა ლელოები კვლავ გაცვალეს. "სამტრედია" შუამარბ ნიკა ფანჩულიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, თუმცა ვანელთა ბურჯ ზურა ლორთქიფანიძის გარდაუსახავმა ლელომ შეხვედრას ანგარიშში თანაფარდობა მატჩის მიწურულამდე შეუნარჩუნა. ბოლო წუთებმა "ფენიქსის" უპირატესობით ჩაიარა და მარქაფიდან ჩართულმა ფრთა აკაკი კვიჟინაძემ თანაგუნდელთა მრავალსვლიანი კომბინაცია გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინა. სამტრედიელებმა 19:12 მოიგეს, "აიეტი" ნუგეშს დააჯერეს და ვანელებს სეზონში პირველი მარცხი აგემეს.

ბათუმში "მეკობრეებმა" ფოთის "კოლხ რაინდებს" დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მხოლოდ ნუგეშს გამორჩა. აჭარელთა შუამარბ აშოტ ოგენასიანის ლელოსა და 3 გატანილ ჯარიმას კოლხებმა 3 დადებული ლელო (კვაჭი მურთაზ ლაშხია, მღლეტელი გიორგი ტიკარაძე) დაუპირისპირეს, რომელთა შორის ერთი მათგანი ტექნიკური გახლდათ. შეხვედრის მიწურულს მგეზავ ვიტალი კირინის მიერ გატანილი ჯარიმით "მეკობრეებმა" ზღვისპირულ დერბიში 1 საცხრილო ქულა აიღო – 22:16.

ჩოხატაურის "ჯანმა" მეორე საშინაო შეხვედრაც პოზიტიური შედეგით დაასრულა და პლეი-ოფის საგზურისათვის მებრძოლ გუნდებს შეუერთდა. ჯგუფის აუტსაიდერ ზუგდიდის "რაგბის კლუბს" გურულებმა 11 ლელო დაუდეს და სტუმრები მგეზავ რეზი მამულიას მიერ გატანილ ეულ ლელოს დააჯერეს. "ჯანის" რიგებში ფულბეკი გიგა ასამბაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა, მგეზავმა საბა გოლიაძემ კი „დუბლი“ შეასრულა – 61:5.

აღმოსავლეთში კი პირველმა ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი გადალახა. 5 ტურის თავს, ყველა მოგებითა და მაქსიმალური 25-25 ქულით ლიდერობას "წიქარა" და "რუსთავი" აგრძელებენ. ლიდერთა დუეტს მესამე ადგილზე ანაცვლებული "პატარძეული" 10 ქულით ჩამორჩება. გარეკახელებს 1 ქულით "სოხუმი" და "ბორჯომი" ჩამორჩებიან. "ჭადარმა" 11 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებზე გაცილებით უკეთესი დარჩენილი კალენდრის გამო თელაველები სასურველ, ზედა ხუთეულში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებენ. სეზონში განცდილი მესამე მარცხის მიუხედავად, მოწინავე კვინტეტში მოხვედრის შანსს 10 ქულის მქონე "ლაშარიც" ინარჩუნებს.

"წიქარამ" „მშრალი“ ანგარიშით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო და ამ ჯერზე „რაგბი პლატოზე“ ნომინალური მასპინძელი "სოხუმი" უშანსოდ დატოვა. პაატა რიკაძის ბიჭებმა მეტოქეს 11 ლელო დაუდეს. "წიქარას" ფრთა ნიკოლოზ ნოქარაშვილმა „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) შეასრულა. მარბიელმა გიორგი მანჯიკაშვილმა და შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა „დუბლი“ გაიფორმეს – 65:0.

კიდევ ერთმა ლიდერმა "რუსთავმა" კი მიმდინარე პირველობაზე ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. „ავჭალა არენაზე“ ძმები აქუბარდიების შეგირდებმა უთანასწორო ბრძოლაში, სეზონის წინ შემადგენლობა დასუსტებულ "გარდასახვას" 26 უპასუხო ლელო დაუდეს და მათგან 20 ზუსტად გარდასახეს. ქვემოქართლელთა ფრთებმა: ლაშა მჟავანაძემ და მარქაფადან ჩართულმა ფრიდონ კილაძემ, „პოკერი“ (4 ლელო) გაახერხეს – 170:0.

"პატარძეულმა" პრინციპულ მეტოქე "ბორჯომს" უმასპინძლა და თორელები მარქაფადან ჩართული შახო ჯავახიას ერთადერთ გატანილ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი, გარეკახელებმა ხელდახელ თამაშში სტუმრებს 6 ლელო დაუდეს, თუმცა მხოლოდ 1 გარდასახვა გამოიყენეს. გარეკახელთა წარმატებას სათავე ფრთა გიორგი ჭინჭარაძის ლელომ დაუდო, წერტილი კი ბურჯ ლევან ნაკვეთაურის გატანილმა ლელომ დაუსვა – 32:5.

ტურის დასკვნითი მატჩი თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა. ადგილობრივმა "ჭადარმა" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით – 36:15 მოიგო. თელაველთა წარმატებას სათავე ფრთა ლუკა ღოღელიშვილის გატანილმა ლელომ დაუდო, რასაც შემდგომში თანაგუნდელთა დადებული კიდევ 5 ლელო მოჰყვა. "ლაშარი" უფრო სოლიდური სხვაობით მარცხს მარბიელ თემურ ბაიაშვილის დადებული წყვილი ლელოთი გადაურჩა. თენგო ცისკარიშვილის შეგირდთაგან კი „დუბლი“ სამხრეთაფრიკელმა მარბიელმა მალქოლმ დე იონგმა გაიფორმა.

წყარო: Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ

კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს

"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება

ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა

"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა

"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს

[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა

ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა

ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში

მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა

19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს

ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა

შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო

CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..

ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა

პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა

"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა

"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება

"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე

ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს