მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით, ვერნონ პიუს პრემიით დააჯილდოვა.

გია ნიჟარაძე 2004-07 წლებში რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, 2008-16 წლებში კი რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო. 2012 წლიდან ის ასევე არის რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტი, 2016 წლიდან კი საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში.

ვერნონ პიუს ჯილდო 2001 წელს დაწესდა. ის გადაეცემა პიროვნებას, კავშირს ან ჯგუფს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დაუღალავად შრომობდა
არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული რაგბის განვითარებისთვის. სწორედ მისმა შრომამ ჩაუყარა საფუძველი ქართული რაგბის წარმატებებს. გიორგი ნიჟარაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო რაგბის საბჭოში მოხვდა“ – წერს მსოფლიო რაგბი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ,ამ ეტაპზე იმ თორმეტიდან ვერც ერთს ვერ ვჯობივართ,არც შედეგებით და ვერც თამაშით....
საწუწუნო არაფერია,კაი თამაშებისა და ტესტების,ასევ ზევით აღზევების შანსიც გვეძლევა,თანაც მალე.კარგდ გავეცნოთ უახლოესი წლების განრიგსა და შესაძლებლობებს...
ამ ეტაპზე დიდი წარმატება და წინსვლა ვუსურვოთ "შავ ლომს",განსაკუთრებით დეკემბერში რომ დაიწყება იმ ტურნირშ
მძლავრი ქართული რაგბის უძლწველ მომავალს გაუმარჯოს!!!
მაო
02 ნოემბერი 2023 13:55
0
ღირსეულის დაფასება ღირსეულთა ხვედრია!
მაო
02 ნოემბერი 2023 13:50
0
კაი რა, რა 6 ერი და დიდი ტურნირები პორტუგალიას ვერ ვუგებთ.
გიოს
02 ნოემბერი 2023 00:36
7
პორტუგალიაზე ლაპარაკისას პირი გამოირეცხეთ, ძალიან ძლიერები არიან
ფიჯი
02 ნოემბერი 2023 11:27
1
კი, დააფასა "მსოფლიო რაგბი"-მ, განსაკუთრებით მისი მოხდენილად გაკეთებული "ბაბოჩკის" გამო. სიმართლე კი სხვა არის და ჯილდოს კი არ უნდა იღებდეს მათგან და კოხტად კი არ უნდა იყოს მოკალათებული "ვერხუშკაში", არამედ ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს ჩვენს ყველაფერს მიღმა დატოვებას! რა, კარგად გვიმსაჯეს? 6 ერში მიგვიღეს? ახალი დიდი ტურნირის მიღმა არ დაგვტოვეს? ამოიღო ხმა ვინმემ? არა, პირიქით, თავი დაუკრეს ყვწლაფერზე!
გიო
01 ნოემბერი 2023 23:35
8
მსოფლიომ დააფასა,აქ დაჯიჯგნეს...როგორც გვჩვევია
ადამიანი
01 ნოემბერი 2023 23:14
2
რატომ არ დააფასებენ, სიჩუმესაც თავისი ფასი აქვს... ყველანაირი მნიშვნელოვანი ტურნირის, ძველისა თუ ახლის მიღმა დაგვტოვეს, მსაჯებმა ყველაფერი იკადრეს და ჩვენგან და მისგან კიდევ ხმა არავინ ამოიღო! მეტიც, ჩვენივე საწინააღმდეგოდ ვაძლევთ ხმას!!!
გიო
01 ნოემბერი 2023 18:39
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული