ამ კვირაში "დიდი 10" ისვენებს, რამაც საქართველოს ევროტურნირებში სამი სამსაჯო ბრიგადისა და ერთი რეფერის მივლინების შესაძლებლობა მისცა.
12 ნოემბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის "ა" ჯგუფის მეორე ტურში, ესპანური "იბერიანსი" ისრაელის "ჰითს" ვალიადოლიდში 15:30 საათზე მასპინძლობს. მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება და მას კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და იოსებ ჯაფარიძე დაეხმარებიან.
ორი დღით ადრე, 10 ნოემბერს, სუპერთასის "ბ" ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდების "დელტა" რუმინულ "ვულვზს" ამსტერ
საქართველო კიდევ 4 მსაჯითაა წარმოდგენილი რაგბი ევროპის ალაფასა და კონფერენც დივიზიონში.
ალაფაზე ლიეტუვისა და შვეიცარიის შეხვედრას, რომელსაც კლაიპედა 11 ნოემბერს მასპინძლობს, მთავარი მსაჯი სულხან ჩიხლაძე იქნება, კიდეებზე კი შოთა ცაგარეიშვილი და მარიამ გოგუაძე დადგებიან.
11 ნოემბერს კონფერენს დივიზიონის "ა" ჯგუფში ლატვია ნორვეგიას იელგავაში მასპინძლობს. მატჩის მთავარი არბიტრი გელა ლემონჯავა იქნება.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიური "ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" შეხვედრას ირლანდიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი კენ დევისონია. მას კიდეებიდან დანიელ კარსონი და სემ ჰოლტი დაეხმარებიან. თამაში 11 ნოემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე ლისაბონში დაიწყება.
rugby.ge