"მოთამაშეებს ამცირებდა, მთელ სტაფს ატერორებდა" - "მონპელიეს" პრეზიდენტმა "ბორჯღალოსნების" ახალ მწვრთნელზე ისაუბრა

AutoSharing Option
როგორც გასულ კვირას გაცნობეთ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება. 53 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებთან 1+1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

კოკერილის შესახებ ჟურნალისტებთან "მონპელიეს" პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, რიჩარდი ფრანგული კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა TOP 14-ში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ალტრადის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კოკერილის მიერ მორაგბეებთან და მთელ სტაფთან ცუდი ურთიერთობა გახდა.

"კოკერილი ძალიან მკაცრი იყო, მოთამაშეებს ამცირებდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე. მორაგბეებს ვუთხარი, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ჩემთვის აუცილებლად უნდა ეთქვათ,
თუმცა პასუხად მივიღე, რომ ჩემი შეწუხება არ სურდათ. რიჩარდი მთელ სტაფს ატერორებდა. ვგულისხმობ არა მარტო მოთამაშეებს, არამედ ექიმებს, ვიდეოასისტენტებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებსაც.

სხვათა შორის, კოკერილი "ედინბურგიდან" ამავე მიზეზების გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა ალტრადმა Midi Libre-სთან ინტერვიუში.

altგადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

მკითხველის კომენტარები / 20 /
არა მგონია ჩვენთან ანგელოზი გახდეს. მარა უნდა "მივახვედროთ" რომ ჯერ მთლად ევროპელები არა ვართ, მხოლოდ კანდიდატები ვართ და ჯერჯერობით ხასიათით უფრო აზიელობისკენ ვიხრებით.
ბადრი
21 დეკემბერი 2023 18:49
18
ევროპელობა ელგებეტეობაა?!
და ბასკოვ -კირკოროვ-...კანდელაკი -კედმი და უამრავი მათნაირი პუტინოიდ -ყველაფრისმკადრებლები და ოუპანტ-შოვინისტები ?!
ყველა რუსეთის მაქებრის და მათი
სპეცსამსახურების დაფინანსებულისაც ...
!-ს და მის დამლაიქებლებს
22 დეკემბერი 2023 21:44
2
იქნებ, პრორუსობა- ფსბ/გრუ-პუტინისტობაზეც დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება...
! -ს
22 დეკემბერი 2023 02:13
3
ყველა გამოხმაურება
დისციპლინა საჭიროა ნამდვილად, ჰუკერი იყო კოკერილი და აუტი და მოლი იქნება მაინც გამოასწოროს. შეურაცხყოფა კიდე არა მგონია ვინმემ მოითმინოს, გინდ კოკერილი იყოს და გინდ სხვა ვინმე. ვნახოთ, ერთი წელი გამოსაცდელად საკმარისია
გია
21 დეკემბერი 2023 18:48
1
1+1+2.ეს ნიშნავს,რომ არც ჩვენები ენდობიან ბოლომდე და თუ ცუდად მოიქცევა,ერთ წელიწადში გაუშვებენ,სახლში.ამ ერთი წლის შემდეგ,კიდევ 1 წელი იმუშავებს და თუ მეორე წელსაც მოაწონებს,თავს,მხოლოდ ამის შემდეგ გაუგრძელებენ ვადას,მსოფლიოს თასამდე.ჩვენ ბიჭებთან რქებით მიწოლა,არავის გამოუვა,დისციპლინა კი,საჭიროა და არა მგონია,ამაზე პრობლემები გვქონდეს
სოსო
21 დეკემბერი 2023 16:56
0
ასეთ დროს ერთი გამოსავალია, მოკლევადიანი კონტრაქტი, გაგძელების პერსპეტივით...
გიორგი - 11
21 დეკემბერი 2023 16:34
2
იმედია იცის სად ჩამოდის ... თავი არ გაიფუჭო მეგობარო
vazha
21 დეკემბერი 2023 16:28
1
ობიექტურობა,მომთხოვნელობა,საქმიანი სიმკაცრე,გაგიხარია კარგია და ჭკვიანი მხოლოდ მიესალმება.ხოლო,თუკი,ღმერთმა არ ქნას,"რქიანი"აღმოჩნდება,წაატეხავენ და ეგაა...
იმედი ვიქონიოთ,რომ სასიკეთო გადაწყვეტილება აღმოჩნდება ჩვენი რაგბისთვის.
დრანდელი
21 დეკემბერი 2023 16:24
0
ფრიად „დამაიმედებელი“ ინფორმაციაა ჩვენი უპირველესი გუნდის მწვრთნელზე!
Irakli
21 დეკემბერი 2023 16:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული