ქართველი მსაჯი საბა მახარაძე, 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, იტალიაში, პარმაში გასამართ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმუშავებს.

მახარაძეს საერთაშორისო მატჩებში აქამდეც უმუშავია, რაგბი ევროპის ტურნირებზე, ოღონდ თანამსაჯად, ახლა კი ექვს ერში მიიწვიეს და თანაც მოედნის მსაჯად.

„ექვსი ერის ტურნირში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები. კაცთა 20-წლამდელთა ექვს ერზე ქართველ მსაჯებს აქამდეც უმუშავიათ და ისინი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებენ“.

„ეს ტურნირი ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები, მოედანზე მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო ჩემი უნარები, რათა მომავალში კიდევ უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღო და ქართული რაგბი ვასახელო. მოედნის მსაჯის გარდა, პირველ ორ ტურში ასისტენტადაც მომიწევს მუშაობა, რის შემდეგაც მესამე ტურის დანიშვნები იქნება. სრულად ვიქნები ჩართული პროცესში, რომლის დროსაც გავარჩევთ თამაშებს, ვივარჯიშებთ და დიდ გამოცდილებას შევიძენ“.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ვიყო გუნდის პოზიტიური წევრი, რაშიც ენის კარგად ცოდნა დამეხმარება. ჩვენს მენტორთან, დევიდ მაკქიუსთან, ინდივიდუალური და გუნდური გარჩევები ინგლისურ ენაზე გვაქვს. ასევე მაქვს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება (გვერდით მსაჯად), რაც კოლეგებთან და გუნდის კაპიტნებთან ურთიერთობაში დამეხმარება“ – ამბობს საბა მახარაძე.

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ინგლისთან, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად, საქართველო და პორტუგალიაც ითამაშებენ. "უმცროსი ბორჯღალოსნები" 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს ეთამაშება.

მანამდე გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და "ლიონის" თანატოლებთან 26 მარტს გასახურებელ თამაშს გამართავს. მახარაძე ჩვენს 18-წლამდელებს ლიონში გაჰყვება და პარმაში გუნდთან ერთად ჩავა.

Rugby.ge

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა