ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები ა ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა მოხვდნენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.
ორი ეტაპის შემდეგ სერიას 36 ქულით ურუგვაი ლიდერობს. მან პირველ, დუბაის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მშობლიურ მონტევიდეოში ეტაპის გამარჯვებული გახ
საქართველომ დუბაიში მე-8, ხოლო მონტევიდეოში მე-9 ადგილი დაიკავა და ჯამში 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
Rugby.ge