7-ქალა | ისტორიული შედეგით ზაგრებიდან

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე ისტორიულ შედეგს უწია. ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა 6-იდან 5 თამაში მოიგეს, აქედან 4 (!) მშრალი ანგარიშით და პირველად ისტორიაში, ალაფის ფინალში გავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის 27:0 და ნორვეგიის 25:0 დამარცხების შემდეგ, საქართველომ ფინეთს დაძაბულ ბრძოლაში 15:12 სძლია. ფინელებს სამივე ლელო მარიამ გოგუაძემ გაუტანა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალში ჩვენი მეტოქე ელიტიდან დაქვეითებული რუმინეთი იყო. გოგონებმა მას სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, სამივე გარდასახეს და 21:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში ლატვიას შევხვდით და აქაც მშრალი
ანგარიშით მოვიგეთ, ოღონდ ამ ჯერზე 4 ლელო და 3 გარდასახვა გავიტანეთ – 26:0.

საქართველოს 7-ქალა არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ალაფის ფინალში, სადაც ელიტიდან დაქვეითებულ შვედეთს შეხვდა და ზედიზედ 5 მოგების შემდეგ, მატჩი 7:31 დათმო.

რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპი 12-14 ივლისს უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართება და ორი ეტაპის ჯამში ორი საუკეთესო გუნდი, გაისად რაგბი ევროპის 12-გუნდა ჩემპიონატში ითამაშებს.

Sportall.Ge

ზაგრების ეტაპზე თამაშობენ

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩანს რომ ქალების ნაკრები ბევრს ვარჯიშობს და შედეგიც მოვიდა. ცოტა მეტი უნდა მოუმატონ და შვედებსაც აჯობებენ მეორე ტურში.

რაგბის ჩემპიონატში აღზევება იქნება უდიდესი წარმატება ამ სეზონზე და დაფასებას იმსახურებენ. აუცილებელია 18 წლამდელათა გუნდის შექმნაც რომ ღირსეული შევსება მიიღოს დიდმა ნაკრებმა.

მეტ ყურადღებას საჭიროებს ქალთა რაგბი. დიდი პოტენციალია აშკარად ჩანს და სწორად გამოყენებაა საჭირო. სათანადო და კაცებთან თანაბარი ანაზღაურება უნდა დაუნიშინონ გოგებსაც. დისკრიმანაციული მიდგომა და სქესთა მიხედვით ხელფასის განსხვავება უნდა გამოსწორდეს.
jejelava
11:49 19-06-2024
0

11:48 19-06-2024
0

სიახლეები პოპულარული