"შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ჩელენჯ თასის მეორე შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გასულ კვირას ტოპ 14-ის "ვანთან" მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (22:19) შემდეგ, 23-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.

შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, რომელიც პირველ მატჩში მარქაფაში იყო. მის შემცვლელად თადარიგში თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა. სხვა მხრივ შერკინების შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი; მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ. კვაჭის გარდა უცვლელია შერკინების მარქაფაც - დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე.

როტაციის პრინციპით, ორი ცვლილებაა ხაზშიც, სადაც მარქაფიდან ცენტრი დემურ თაფლაძე და ფრთა ამირან შვანგირაძე დაწინაურდნენ, იოანე მეტრეველმა და ალექსანდრე თოდუამ კი თადარიგში გადაინაცვლეს. თაფლაძე თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება, მეორე ფრთა ლელოების მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ფულბეკად ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ, ღერძზე კი თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას წყვილს ვიხილავთ. მეტრეველისა და თოდუას გარდა ხაზის მარქაფაშია დავით ხუროშვილი.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში, "შავმა ლომმა" პირველი გამარჯვება სწორედ "სქარლეთსთან" მოიპოვა (23:7). იმ შემადგენლობიდან Parc y Scarlets-ის მოედანზე 11 მოთამაშე წელსაც გავა. ესენი არიან: ლუკა ცირეკიძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა მატკავა, თენგიზ პერანიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე და დემურ ეფრემიძე.

ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში "სქარლეთსი" საფრანგეთში "ბაიონას" შეხვდა და 16:17 დამარცხდა.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. პირველი რაუნდი

15 დეკემბერი. კვირა. 17:00 (საქ. დრო)

ჰლანეჰლი. Parc y Scarlets

სქარლეთსი (უელსი) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

სოსო
შალვა მამუკაშვილს რა სჭირს?მისი გამოჩენა,ჩვენს დერეფანს სასიკეთოდ დაეტყო. ახლა გაცილებით მობილიზებული იქნება მეტოქე და უმძიმესი მატჩი გველის.ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ თუ აქაც შესძლეს წარმატების მიღწევა,ძალიან მაგარი ამბავი იქნება.იღბალს გისურვებთ ბიჭებო!ცდას და თავდადებას რომ არ დააკლებთ,ეგ ისედაც ვიცით. ღმერთი თქვენსკენ!
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე - "სქარლეთსი"
ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა