მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 19:11 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართული გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. "შავი ლომიდან" ლელო ლუკა ივანიშვილმა და მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანეს, ლუკა მატკავამ კი ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
„შავ ლომს“ ერთი მოგება აქვს და შემდეგ შეხვედრას 11 იანვარს სახლში ფრანგულ „ბაიონასთან“ ჩაატარებს.
ჰლანეჰლი. Parc y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) - შავი ლომი (საქართველო) 36:18
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.