"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომი“ გასვლაზე „სქარლეთსთან“ 18:36 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 19:11 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართული გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. "შავი ლომიდან" ლელო ლუკა ივანიშვილმა და მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანეს, ლუკა მატკავამ კი ორი საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

„შავ ლომს“ ერთი მოგება აქვს და შემდეგ შეხვედრას 11 იანვარს სახლში ფრანგულ „ბაიონასთან“ ჩაატარებს.

ჰლანეჰლი. Parc y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) - შავი ლომი (საქართველო) 36:18
შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე,
13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან ბევრად მოვიკოჭლებთ დისციპლინაში. ვერ ვეთანხმები წითელ ბარათს მაგრამ არ იყო საჭირო ასე აგრესიუილად შესვლა და აყირავება, გააფორმა სკარლეტსის მოთამაშემაც. ბევრი უაზრო ჯარიმ ები მოვირეთ და კვლავ ბურთს მათ 22-ში ბევრჯერ უკან ვუბრუნებთ, ვკარგავთ.Aუტებში ისევ მოვიკოჭლებთნ, განსაკუთრებით მათ 5-მეტრიანში რამდენჯერმე ვერ ააგდეს. არსებობს სპეციალურ ვარჯოშები
simartle
18:16 16-12-2024
0
ერთ შეტევაში ორჯერ შევიტანეთ ბურთი ჩათვლის მოედანზე და ორივეჯერ მოახერხეს,ხელის შეცურება და ბურთის მიწაზე შეხებისათვის ხელის შეშლა.ასეთი რამე,ძალიან ხშირად გვიხდება ხოლმე,ჩვენ კი,არც კი მახსოვს,ასეთი რამე გაგვეკეთებინოს.ცხადზე ცხადია,რომ მეტოქეები,ამაზე სპეციალურად ვარჯიშობენ და თამაშში გამოყენებასაც ახერხებენ.ალბათ ჩვენც მეტი ყურადღება გვმართებს,ამ მიმრთულებით.შეტევაშიც და დაცვაშიც.რაც შეეხება თამაშს,იძულებითმა ცვლილებებმა,ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია და როცა გვჭირდებოდა,გადაღლილი ბიჭების ჩანაცვლების საშუალება აღარ გვქონდა.ლადო ჩაჩანიძეს კი,რა თქმა უნდა თვითონაც კარგად ესმის,რა დროს უმტყუნა ბიჭებს,მაგრამ შესვენებიდან ახლად შემოსულმა და დაწყნარებულმა,პირველივე ჩართვაზე ასე რატომ ითამაშა,მაინც არ მესმის.ბრძოლის ქარცეცხლში რომ გძლიოს ემოციებმა,კიდევ გავიგებდი,არც თვითონ ლადოა,განსაკუთრებული სიფიცხით ცნობილი და მართლაც აუხსნელია.
ამ გუნდს შარშან მოვუგეთ და მეორედ ამის საშუალებას რომ არ მოგვცემდნენ,თავიდანვე ცხადი იყო.ძალიან სერიოზულად მოემზადნენ და მოგვიგეს კიდეც.იმედია,ბიჭები გამოჯანმრთელებას მოასწრებენ და მომდევნო თამაშებში კიდევ შევიმატებთ ქულებს.რა თქმა უნდა ძალიან ძნელია,მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ,წინსვლა თუ გვინდა.კლასი და ხასიათი,ასეთ თამაშებში იზრდება.
სოსო
18:07 16-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული