საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება

AutoSharing Option
გუშინ, 14 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წლეულს საქართველოში გასამართი რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში
გასამართი რაგბის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას.

კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს "საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი", შპს "ოლიმპიკი" და შპს "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია" უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას, რომელსაც ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელი პროცესისთვის გამოიყენებენ.

"ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექსპერტებმა და დაადასტურეს, რომ ბაზები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. შესაბამისად, კერძო სექტორსა და ფედერაციებთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ.

უკვე შეგვიძლია ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავგეგმოთ, თუ რომელ სასტუმროში განთავსდებიან სპორტული დელეგაციები. ახლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხის მოგვარების ახალ ეტაპზე გადავდივართ.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ ასეთი ერთიანობით არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების მაღალ დონეზე მასპინძლობას შევძლებთ.

მინდა ასევე განმარტება გავაკეთო იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომავალში აუცილებლად განხორციელდება. ოცი ახალი მოედანი აუცილებლად აშენდება, პირველ ეტაპზე - 10, ხოლო მომდევნო წელს კიდევ 10 მოედანი შეემატება სარაგბო და საფეხბურთო ინფრასტრუქტურას.

ტენდერი მალე გამოცხადდება. კერძო სექტორის წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქართული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, ამომწურავ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებს", - თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"პროცესები ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გველის ყველას ერთად. მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფიც მალე მიიღებს საბოლოო სახეს. საერთო საქმეში არაერთი უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი მივიღოთ".

კახა ჭუმბურიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:
"ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, ჩვენს მეგობრებს და რაგბის კავშირს ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენი რესურსების გამოყენებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირები საქართველოში".

კორნელი კოკაია, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი:
"ეს არის ალბათ უნიკალური შემთხვევა საქართველოში და ძალიან სასიამოვნო ფაქტი, რომ ერთმანეთს გვერდში უდგანან ორი პოპულარული სპორტის, რაგბისა და ფეხბურთის წარმომადგენლები. ერთობლივი მუშაობით მინდვრების პრობლემასაც უმოკლეს ხანში მოვაგვარებთ".

თენგიზ სულაქველიძე, "თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტი:
"ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ საფეხბურთო ოჯახის წევრები ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. თენგიზ სულაქველიძის აკადემია, "კარლო მჭედლიძის სკოლა" და საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მზად ვართ, დავეხმაროთ რაგბის კავშირს, რათა გავერთიანდეთ და მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს დიდი საერთაშორისო ტურნირი".

კარლო მჭედლიძე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დირექტორი:
"ძალიან გახარებულები ვართ, რომ ასეთი გაერთიანება მოხდა ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ესენი რისი ამშენებლები არიან. აფერისტები
gio
16 თებერვალი 2017 12:48
0
თქვენი აშენებული არ გეიშვა :)
ირაკლი81
15 თებერვალი 2017 17:28
0
20სარაგბო სტადიონი?რას აბოლებთ ამ ხალხს,მეოთხე წელი მიილია მას შემდეგ,როდესაც ქართული რაგბის გულშემატკივრებს,ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო დონის სარაგბო სტადიონის აშენებას შეპირდით დიდი დიღომის ტერიტორიაზე,შემდეგ დიდი დიღომი ჩანაცვლდა ალტერნატიული ფართით,სად არის,ფაფუ,გაქრა,ჩემპიონატის ჩატარებამდე სამი თვე დარჩა და ეხლა ეუბნებით ხალხს სლოვაკურმა ფირმამ უარი გვითხრაო?რას ფიქრობდით,თანამედროვე სტანდარტების ორი სტადიონი ვერ ააშენეთ,ღირსეულად რომ წარმოგეჩინათ ჩვენი ქვეყანა.მაგათმა ფეხბურთის განვითარებას მიაქციონ ყურადღება,ყელამდე ჭაობში რომ ზის ქართული ფეხბურთი,ღობეყორეს ნუ ედებით,ქართული რაგბი,ჩვენი მორაგბეები იმსახურებენ საკუთარ სარაგბო ეროვნულ სტადიონს.
პაატა
15 თებერვალი 2017 17:13
0
რისი ამშენებლები არიან. აქამდე ვერ ააშენეს და აწი ვინღა ააშენებს. არადა თავს იკლავდნენ უეჭველი ავაშენებთო. აფერისტები
ირაკლი
15 თებერვალი 2017 16:01
0
სტატიისა სატაური ერთგვამცნობსა(სენდებაო),შინაარსი–...?ე.ი.არ აშენდება და არსებულ საფეხბურთო ბაზებზე გაზონებს რაგბისტები გადათელავენ
???
15 თებერვალი 2017 15:39
0
არაფრის ამშენებლები ხართ... უბრალოდ, საფეხბურთო სტადიონები რაგბისტებს გადაეცით და ეგ იქნება... თუმცა, ეგრე "ატკატე"-ებს ვერ გააკეთებთ....
მსქროლავი ტროლი
15 თებერვალი 2017 15:32
0
გამოსავალი იპოვნეს, ოღონდ დროებით! სადაა ის 20 ახალი სტადიონი რომელიც უნდა აშენებულიყო და 10 რაგბის ხოლო მეორე 10 ფეხბურთის ფედერაციებს უნდა გადასცემოდათ. ძაან ბნელა და არვიცი რადავარქვა ასეთ უნიათობას, დაკიდებას, უპასუხისმგებლობას, არაპროფესიონალიზმს და უდიდეს ღალატს, როგორც ქვეყნის, ასევე მისი პრესტიჟის, რაგბის ფედერაციის და ყველა გულშემატკივარის მიმართ.
beeq.777
15 თებერვალი 2017 15:10
0
ტაში, კუკური...
ზვიადი
15 თებერვალი 2017 14:36
0
ძაან საეჭვოა სლოვაკებთან გაუქმებული ხელშეკრულება. 10 სარაგბო სტადიონი წელსვე უნდა აშენებულიყო. გამოდის სტადიონები არ აშენდება ხოლო ის ფული წავა არსებულის არენდაში. ამით ქუთაისმა რა მოიგო? იქ უნდა აშენებულიყო მეოდნები.
ეს მართლა შესამოწმებელია ანგარებას ხომ არ აქვს ადგილი?
haha
15 თებერვალი 2017 13:19
0
10 სარაგბო და საფეხბურთო სტადიონი ხომ ააშენა ხეჩიკაშვილმა?! ახლა არც მეტი არც ნაკლები 20 სტადიონის აშენებას გვპირდება! თუ დაპირება არის ხეჩიკაშვილო ბარემ 100 სტადიონის აშენებას შეპირდი ხალხს?! როგრც ის 10 სტადიონი არ აშენდა და გაურკვეველი წარმომავლობის სლოვაკური ავტობიზნესის/სტადიონების მშენებელი კომპანია გაქრა, ისე არ აშენდება შენი მინისტრობის დროს 20 სტადიონი! მაგრამ თქვენი მაკიაველური, კორუფციული და ნეპოტისტურ-კლანური პოლიტფილოსოფია არის ხალხს შეპირდეთ ოქროს კოშკების აშენებას; შესრულდება თუ არა ეს დაპირებები ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მაგრამ საქართველოში ბნელა და წყვდიადია, ამიტომაც შენნაირებს და კალაძისნაირ სამშობლოს გამყიდველებს უკავიათ თანამდებობები. ყალბი დაპირებების გადაფარვას თქვენი ბნელი ჭკუით უფრო დიდი ყალბი დაპირებებით ცდილობთ. აი ასე, პირდაპირ ახლით სახეში მოსახლეობას სიცრუეს და თანაც ისე რომ თვალებში უყურებთ ხალხს თავხედურად. არაფრით არ განსხვავდებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პროსტიტუტებისგან.
ლუკა
15 თებერვალი 2017 12:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული