მილტონ ჰეიგი: საქართველოში რაგბი ვითარდება და ამავდროულად, ძალიან პოპულარულია

AutoSharing Option
worldrugby-მ საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის კომენტარებია წარმოდგენილი.

ტურნირს, რომელშიც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს, 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

* * *
"ბორჯღალოსნების" თავკაც მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, საქართველოში ისედაც ძალზე პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ახალზელანდიელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და ეს პერიოდი ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს "ბორჯღალოსნების" ისტორიაში, თუნდაც იმის გამო, რომ გუნდმა
წინა მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა.

"ბორჯღალოსნების" რაზმში მრავლად არიან მორაგბეები, რომლებმაც 2015 წლის "მსოფლიო რაგბის ალაფა მოიგეს", 2016 წლის 20-წალმდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს და მე-10 ადგილი დაიკავეს. მათგან ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ვასილ ლობჟანიძეა, რომელიც 2015 წელს მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ დასახელდა.

20-წლამდელთაგან რამდენიმე ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ბელგიის წინააღმდეგ ათამაშა.

მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ ქართული რაგბის ახალგაზრდა თაობას სამშობლოში, თბილისსა და ქუთაისში უამრავი ქომაგის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის უნიკალური შანსი ეძლევა და ის ხელიდან გასაშვები არ არის.

"ეს წარმოუდგენელი და ძალზე სასიხარულოა, - ამბობს ჰეიგი. - წინა თვეში ახალ ზელანდიაში გახლდით და ვისთანაც არ უნდა მესაუბრა, ყველამ იცოდა, რომ წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში იმართება. მეკითხებოდნენ, როგორ ვემზადებით და რაც მთავარია - ხალხი თუ მოვა თამაშებზეო. მე კი ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან (საქართველოში) საკმარისია რაგბის მატჩი იმართებოდეს და ხალხის მოსვლა გარანტირებულია.

მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა მზარდი სარაგბო ქვეყნისთვის მსოფლიო რაგბის მხრიდან ამხელა ტურნირის მასპინძლობის უფლების მონიჭება უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს მოსახლეობა, ახალი ზელანდიის მსგავსად, 4 მილიონზე ოდნავ მეტია და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ბავშვი მოდიოდეს რაგბიში და აცხადებდეს, რომ რაგბი მისი თამაშია. ეს ტურნირი კი ამას ნამდვილად დაეხმარება.

ტურნირის უმაღლეს დონეზე გამართვა ჩვენი ვალდებულებაა და ყველა ვიაზრებთ, რამდენად კარგად უნდა შევასრულოთ ჩვენი საქმე, არა მარტო ჩვენი სახელისთვის, არამედ სხვა პატარა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, მომავალში მსგავს ღონისძიებებს უმასპინძლონ.

საქართველოში რაგბი ვითარდება და ამავდროულად, ძალიან პოპულარულია. 2015 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ დიდი ზრდა გვქონდა. 20-წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ ერთ ბიძგს მისცემს ჩვენ მოსახლეობას, რომ მხარი დაგვიჭიროს და დარწმუნებული ვარ, ტურნირის შემდეგ უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება რაგბიში", - აცხადებს მილტონ ჰეიგი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
SAMWUXAROD ISHVIATOBA GAXDA,MAGRAM KARGI QARTVELI KACEBI ROM GVYAVDA DA GVYAVS, GMERTMA GVIMRAVLOS,ISETI KAI KACIA MILTONI
euhhh
17 თებერვალი 2017 14:22
0
ნამდვილად მისაბაძი ადამიანია, თავის საქმის მოყვარული და სპეციალისტი. ისევე როგორც ჩვენი ნაკრები გაიზარდა და მოუმატა მილტონის ხელში, ასევე მილტონიც რაღაც კუთხით გაიზარდა და ჩვენ ნაკრებთან ერთად და ეხლა უფრო ძლიერი და კვალიფიციური მწვრთნელია, რომელიც მუდამ პროგრესირებს და ახალ მაღალ მწვერვალებსდა სტანდარტებს უმიზნებს. წარმატებები მას
beeq.777
17 თებერვალი 2017 10:58
0
მაგრად უყვარს მილტონას საქართველო. მაგარია კაცია და მაგარი მწვრთნელი.
shota
17 თებერვალი 2017 09:32
0
უცხოელი მწვრთნელი ვისაც კი უმუშავია საქართველოში მელტონ ჰეიგი ერთ-ერთი საუკეთესოა.ნეტა ადგილობრივებმაც მას მიბაძონ.
კახა
16 თებერვალი 2017 23:22
0
ძალიან დიდი კაცია ბატონი მილტონ ჰეიგი.
რეზო
16 თებერვალი 2017 18:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული