U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, 3-მატჩიანი სერიის პირველ მატჩს სამხრეთაფრიკული "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან ჩაატარებს.

შეგხვედრა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

თამაშის წინა დღეს "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 25-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.

რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურად სერიის მატჩებისთვის, ილია მაისურაძის გუნდს ლეგიონერები დაემატნენ და მათგან ერთი - ლუკა იურინი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო სამი მარქაფაშია (უჩა ჭეიშვილი, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე).

ლეგიონერებიდან დაგვაკლდებიან ომ
არ ოდიშვილი
(ამ ეტაპისთვის კლუბმა არ გაათავისუფლა) და ჯაბა შათირიშვილი (ტრავმა). გუნდთან ერთად არიან, მაგრამ დღეს არ თამაშობენ ლაშა ტაბიძე და ლაშა ჯაიანი.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან 3-მატჩიან სერიას ჩაატარებენ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რომელსაც საქართველო 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილსსა და ქუთაისში უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები:
ხაზი:
15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);

შერკინება:

1. გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 5. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).

სათადარიგოები:

16. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 17. გელა მახარაშვილი (აკადემია), 18. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 19. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 20. არსენ მაჩალაძე (აია); 21. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 22. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 23. თედო აბჟანდაძე (აია), 24. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 25. ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი).

შეკრებაზე იმყოფებიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), გიორგი ნუცუბიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), სანდრო სვანიძე (არმაზი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული