შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 29 აპრილს გამართულ პირველ თამაშში სტუმრები ანგარიშით 55:17 დაამარცხეს, მეორეში კი, 3 მაისს, 11:6 გაიმარჯვეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, მეორე შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი მორაგბე დატოვეს - ლუკა იურინი და გიორგი წიკლაური, რომლებიც "ვესტერნ პროვინსთან" მესამე მატჩსაც სასტარტო
სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან ლადო მიმინოშვილი, ბეჟან გავაშელიშვილი, დავით მესხი, დავით მოძღვრიშვილი და გელა აფრასიძე, ანუ ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც პირველ თამაშში იყო.
მორკინალებიდან პირველი შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ბრუნდებიან ლევან პაპიძე, გურამ გოგიჩაიშვილი, ბექა საღინაძე და გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი.
"ვესტერნ პროვინსთან" წინააღმდეგ პირველად ითამაშებენ მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, ხოლო უჩა ჭეიშვილი და არსენ მაჩალაძე პირველად არიან სასტარტო შემადგენლობაში (29 აპრილს შეცვლაზე ითამაშეს).
"ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან თამაშის შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 5-6 დღე დაისვენებენ და გააგრძელებენ მზადებას მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისამდე, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
U20. საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);
შერკინება: 1. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), 5. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), 8. არსენ მაჩალაძე (აია);
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 17. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. გიორგი ნუცუბიძე (აია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 24. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 25. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).
შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), პეტრე ჯინჭარაძე (აია), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გელა მახარაშვილი (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), შოთა არეშიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ოთარ ძაგნიძე (აია).
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით