საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე იასპარეზებს.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი მგეზავით მოუწევს თამაში. თედო აბჟანდაძე 17 წლისაა და ახლახან ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატზე იასპარეზა. დავით მოძღვრიშვილმა, რომელიც შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი მგეზავი იყო, ხელი დაიზიანა. ტრავმის გამო დაგვაკლდა ასევე ერთი ფულბეკი, ლუკა იურინი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ
"ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს, საფრანგეთსა და არგენტინას ვეთამაშებით. ძლიერი გუნდებია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებაში თავიდანვე სათანადო ფორმაში უნდა ვიყოთ, რათა ჩემპიონობაზე პრეტენზია განვაცხადოთ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვამზადებდით გუნდს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მორაგბეებს ავუხსენით, რა ელით მათ თბილისში. ვფიქრობ, ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს. განწყობა საბრძოლოა და ახლა საჭიროა საქართველოში გამგზავრებამდე მისი შენარჩუნება", - თქვა სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ჩინ რუმ მას შემდეგ, რაც გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
პირველ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 31 მაისს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავს. მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება. თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ. წლევანდელ ჩემპიონატში, ჩვენს ჯგუფში, სავარაუდოდ, ფავორიტი არგენტინის ნაკრებია.
წლეულს, შარშანდელისგან განსხვავებით, ბევრად ძლიერი გუნდით და გაზრდილი ამბიციებით გვეწვევა საფრანგეთის ნაკრები. ცხადია, ვერც სამხრეთ აფრიკას ჩამოვწერთ. ერთი სიტყვით, ჩვენი მეტოქეებიდან სამივეს თითქმის თანაბარი შანსი აქვს, ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოლოს.
საქართველო
თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, შოთა არეშიძე, რევაზ დუგლაძე, ბეჟან გავაშელიშვილი, გურამ გოგიჩაიშვილი, გიორგი გოგოლაძე, ლაშა ჯაიანი, თორნიკე ჯალაღონია, კობა ჯიმშელეიშვილი, არსენ მაჩალაძე, დავით მესხი, ლადო მიმინოშვილი, მირიან მოდებაძე, გურამ პაპიძე, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, საბა სვიმონიშვილი, ლაშა ტაბიძე, აკაკი ტაბუცაძე, უშანგი ჭეიშვილი, გიორგი წიკლაური, თენგიზ ზამთარაძე, ლუკა დვალიშვილი, ალექსანდრე კალმახელიძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ნუცუბიძე.
სამხრეთი აფრიკა
იარნო ახუსტუსი, დევიდ ბრიტსი, ზეინ დევიდსი, ვიკუს ხრუნველდი, დანიელ იუსტი, ლი-მარვინ მაზიბუკო, სალმან მორატი, დამიენ ვილემსე, ნამა ხაბა, ერნსტ ფან რაინი (ვესტერნ პროვინსი), კვენზო ბლოზე, რევან კრუხერი (ჩიტაზი), კერვინ ბოსხი, ფრანსუა დე ფილიერსი (ნატალ შარქსი), ჟან ლუკ სილიერსი, ხიანი ლომბარდი, ლენ მასინი, რეინჰარდ ნოთანხელი, ვანდისილე სიმელანე (ლაიონზი), სტიდმან განსი, იოჰან გრობელაარ, მანიე ლიბოკი, ემბროსე პაპიერი, ჰენდრე სტატსენი, ხერჰარდ სტენკამპი, რუბენ ფან ჰერდენი (ბლუ ბულზი), იაო პენქსე (კინგზი).
არგენტინა
ვისენტე ვორონატი, ფაკუნდო დომინგესი, ხოსე-ლუის გონსალესი, ალეხანდრო ლუნა, როდრიგო მარტინესი, აგუსტინ მედრანო, ნაუელ მილანი, ფრანკო მოლინა, ლეონელ ოვიედო, ლუკას პაულოსი, სანტიაგო პულეჟა, სანტიაგო რუისი, ვაუტისტა სტავილე, ხერემიას ტარტერი, მაჟკო ვივასი, ნიკოლას ვოქერი, ტომას ალვორნოსი, სანტიაგო კარერასი, ტეო კასტილიონი, ხუან-პავლო კასტრო, ხუან-ვაუტისტა დერო, ვაუტისტა დელგი, ფაკუნდო ფერარიო, გონსალო გარსია, ლუჩანო გონსალესი, ფელიშ ლუნა, ტომას მალანოსი, მატიას სოსე.
საფრანგეთი
ალექს არატე, უგო ბონიფაცი, რომენ ბურო, მიკაელ კაპელი, სორანტინ შაბოდი, ბატისტ კუიუ, არტურ სოვი, დილან სრეტინი, ტეო დაშარი, ფლორიან დუფუ, ზაკარია ელ ფაკირი, ფარაჟ ფარტასი, ჩარლი ფრანკო, კიან ჟერაკლი, მატიო ჟალიბერი, ჰასან კოლინარი, ტომას ლაკლაია, პიტო მაუვაკა. ტეო მიე, რომენ ნტამაკი, გაბრიელ ნგანდებე, ალექსანდრ ნიკუ, ბატისტ პესენტი-კომპანონი, ელქსანდრ რუმა, ლუკას ტაუზინი, სელევასლო ტოლოფუა, პაბლო უბერტი, ფლორიან ვერაეგი.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა
B ჯგუფი: ახალი ზელანდია, ირლანდია, იტალია, შოტლანდია
C ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"