U20. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები საქართველოში ჩამოდიან

AutoSharing Option
2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს.

სტუმართაგან ჩვენს ქვეყანას პირველად ავსტრალია ეწვია - 37-კაციანი დელეგეცია 23 მაისს ჩამოვიდა.

25 მაისს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შოტლანდიელი მორაგბეები გამოჩნდნენ, ხოლო ნაშუადღევს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, 5-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია - "ჯუნიორ ოლ ბლექსი"

გუნდების მიღების მხრივ ყველაზე დატვირთული 26 მაისია. გამთენიისას გვეწვია უელსი, რომლის დელეგაციაც ყველაზე დიდია და 44 კაცისგან შედგება; შუადღისას ყველაზე მცირერიცხოვანი, 34-კაციანი დელეგაციით სამოა ჩამოვიდა; ნაშუადღევს თბილისში იქნება იტალია და ჯგუფში საქართველოს მეტოქე,
2012 წლის ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა; ხოლო საღამოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ჩამოდის. საღამოსვე პირდაპირ ქუთაისში ჩაფრინდება ირლანდია.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" კიდევ ორი მეტოქე თბილისში ყველაზე გვიან ჩამოვა: 27 მაისს, ღამით საფრანგეთი, ხოლო 28-ში, გამთენიისას, არგენტინა.

1000-ზე მეტი სტუმარი
მსოფლიო თასის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურნირია "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებს შორის და მის მიმართ ოვალური სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

შესაბამისად, საქართველოს მრავლად ეწვევიან მაღალი დონის სტუმრები და მათ შორის "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონთი. სტუმართა შორის არიან "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები - სულ სტუმრების რაოდენობა 1100-ს აჭარბებს.

ტრადიციულად, 20-წლამდელთა ჩემპიონატს ესწრებიან ტოპ-კლუბების სკაუტები, მწვრთნელები და გუნდებისთვის მომავალ ვარსკვლავებს არჩევენ. რადგან იაპონიის მსოფლიო თასამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი, თბილისის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მობურთალი მორაგბეების ნაწილი, 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში ითამაშებს.

ტურნირი ერთგვარი ტურისტული პლაცდარმიცაა. ზემოთნახსენები 1100-ზე მეტი ოფიციალური სტუმრის გარდა, საქართველოში თითოეული გუნდის ასობით გულშემატკივარი ჩამოვა და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირი ტარდება და ქუთაისში სტადიონზე მისასვლელი გზა ვერ დააგეს ჯერ... სირცხვილია... ჩვენი სირცხვილი...
გიო
19:04 27-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული