10:20 01-06-2017
U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]
AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები შარშან მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან ჰქონდათ საქმე "უმცროს ბორჯღალოსნებს". სამრეთამერიკელებს, ცხადია, წლევანდელ ტურნირზეც სერიოზული მიზნები აქვთ.
მით უფრო სასიამოვნოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ტოლი თუნდაც ბრძოლის ჟინში არ დაუდეს. მეტიც, რამდენიმე მათი დერეფანიც მოიგეს. საკუთარ შერკინებაში კი მუდმივად უპირატესობა ჰქონდათ და არც არგენტინელების შერკინებისას აძლევდნენ მოწინააღმდეგეს ბურთის იოლად გატანის საშუალებას.
"პუმიტასის" ძლიერი მხარეები ცნობილია. დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, რაკში შესანიშნავი თამაში, გადაწყვეტილებების სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად მიღება. ამ კომპონენტებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეს ჩამორჩებოდნენ.
ძნელია ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სრულად გაამართლა მასზე ჩემპიონატის წინ გაცემული ავანსი. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის მიერ კარში დარტყმულმა ყველა ბურთმა მიზანს უწია. ერთი საჯარიმო გელამ სულაც 55 მეტრიდან გაიტანა, ერთიც ზედ ცენტრიდან (50 მეტრი).
არაფერი გაუფუჭებია და თამაშს შეძლებისდაგვარად გეზავდა 17 წლის თედო აბჟანდაძე. აშკარად ჩანს, რომ მას მეტი შეუძლია.
ცხადია, ახლა ადვილია თქმა, რომ არა ის ელემენტარული შეცდომები დაცვაში, ანგარიში სულ სხვა იქნებოდაო. ფაქტია, რომ შეცდომას მეტოქის კარგი თამაში თუ დაგაშვებინებს. არგენტინის ნაკრები კი კარგი რაგბის მოთამაშე გუნდია.
შესაქებია ჩვენი ბიჭების მონდომება. მეორე ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", უმეტესწილად, მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც არგენტინას დარჩა, რომელმაც მატჩში ხუთი ლელო მიითვალა.
ჩვენი ბიჭებიდან თითო ლელო შეცვლაზე შესულების, გიორგი კვესელაძისა და უშანგი ჭეიშვილის ანგარიშზეა.
აფრასიძემ ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. ერთი ლელო კი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ გარდასახა.
წუთი წუთში
მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-3 წუთი: მოვიგეთ პირველი საკუთარი დერეფანი.
მე-6 წუთი: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-8 წუთი: არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფრთაზე მარკოს კრემერმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 5:3.
მე-11 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება.
მე-13 წუთი: არგენტინის ნაკრებმა დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი ააგორა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს - 10:3.
მე-19 წუთი: აფრასიძემ საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:10.
26-ე წუთი: არგენტინელებმა საკუთარი შერკინება ისევ მოიგეს, სწრაფად შეუტიეს და რვა ნომერმა სანტიაგო რუისმა გაიტანა. მგეზავმა ტომას ალბორნოსმა ამჯერად გარდასახა - 17:6.
34-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმოდან გაიტანა - 9:17.
38-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ამჯერად 50 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა - 12:17.
44-ე წუთი: ალბორნოსმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა არგენტინელები - 20:12.
47-ე წუთი: თავი ისევ ალბორნოსმა გამოიჩინა. მან მორიგი საჯარიმო დაარტყა ზუსტად - 23:12.
62-ე წუთი: არგენტინელებმა ისევ მოლით სცადეს შეტევა, მაგრამ შეფერხდნენ. თუმცა, ცხრა ნომერი მატიას საუსე მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ალბორნოსმა გარდასახა - 30:12.
67-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ლელო არგენტინელებს შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ გაუტანა. აფრასიძემ გარდასახა - 19:30.
69-ე წუთი: არგენტინელებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიშში სხვაობა ისევ აღადგინეს - 37:19.
71-ე წუთი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შეცვლაზე შესულმა უშანგი ჭეიშვილმა გაიტანა. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ დაარტყა ზუსტად - 26:37.
მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება
- ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
საქართველო-არგენტინა 26:37
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე (გოგოლაძე 60), აფრასიძე (დვალიშვილი 71). (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ზამთარაძე 69), ტაბიძე (გ.პაპიძე 50, ტაბიძე 67), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი (ჯაიანი 65), ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე (ჯალაღონია 57).
2ლ: კვესელაძე, ჭეიშვილი. 2გ: აფრასიძე, გოგოლაძე. 4ს: აფრასიძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი (ოლვედო 69), ალბორნოსი, საუსე (გარსია 74) (1-8) პულეჯა (მარტინესი 58), გონსალესი, ლუნა (ტარტერი 50), მოლინა, პაულოსი (მილანი 50), სტავილე, კრემერი, რუისი.
5ლ: კრემერი, ბრავინი, გონსალესი, რუისი, საუსე. 3გ: ალბორნოსი (2), დაირო. 2ს:ალბორნოსი (2)
მსაჯი: პიერ ბრუსე (საფრანგეთი)
საფრანგეთი-სამ. აფრიკა 23:23
საფრანგეთი: 3ლ - ბურსოი, დუფუ, კუიუ. 2ს,გ - ნტამაკი.
სამ.აფრიკა: 2ლ - ავგუსტუსი (2). 3ს,2გ - ბოსხი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. არგენტინა 1 1 0 0 +11 5 1
2. საფრანგეთი 1 0 1 0 0 2 0
3. სამ. აფრიკა 1 0 1 0 0 2 0
4. საქართველო 1 0 0 1 -11 0 0
II ტური
არგენტინა-საფრანგეთი
საქართველო-სამ. აფრიკა
A ჯგუფი
ინგლისი-სამოა 74:17
ინგლისი: 12ლ - მალინსი, სტრიტი, მიჩელი, კნაითი, მერსერი (2), მორისი (2), იბიტოი (2), კროსდელი. 7გ - მალინსი (4), უმაგა (3).
სამოა: 2ლ - ფილიპო (2). 2გ - პაისამი
ავსტრალია-უელსი 24:17
ავსტრალია: პერესი, ჰოლმსი, ჰატჩისონი. 3გ - გოდარდი, ნიკიფორა (2). ს - გოდარდი
უელსი: 2ლ - ბლეკერი, ლუისი. 2გ,ა - რობსონი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 1 1 0 0 +57 5 1
2. ავსტრალია 1 1 0 0 +7 4 0
3. უელსი 1 0 0 1 -7 1 1
4. სამოა 1 0 0 1 -57 0 0
II ტური
ავსტრალია-სამოა
ინგლისი-უელსი
B ჯგუფი
ირლანდია-იტალია 21:22
ირლანდია: 2ლ - ნეში (2) 3ს, - დინი (2), ფრევლი. გ - დინი
იტალი: 3ლ - ცლოფი, ფისკეტი, ბიანკი. 2გ - კლოფი, რიზი. ა - რიზი.
ახ. ზელანდია-შოტლანდია 42:20
ახ.ზელანდია: 6ლ - ფაინგაანუკუ (3), აუმუა, ლეგერი, პაპალიი. 3გ,2ს - ფალკონი.
შოტლანდია: 3ლ - გრეჰემი, ჰელვიკი, ჰენდერსონი. გ - ენდერსონი. ს - ისტგეითი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ. ზელანდია 1 1 0 0 +22 5 1
2. იტალია 1 1 0 0 +1 4 0
3. ირლანდია 1 0 0 1 -1 1 1
4. შოტლანდია 1 0 0 1 -22 0 0
II ტური
ირლანდია-შოტლანდია
ახ. ზელანდია-იტალია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ ბოლოდან :)
0
0
patara borjgalosnebma iomes,ibrdzoles,mteli guli da suli hades.magram gamoucdelobam da aset doneze tamahis naklebobam tavisi qna mainc.
0
0
Es ROMA vinaa saertod gagebashi ar xar chemo dzmao ragbis, tamashs maonc tu uyure ra tavdadeba ar iyo ras laparakob tavdadeba chven bichebs yoveltvis akvt, argentinam moigo klasit, celicadshi 10 jer gvatamashon argentinastan da naxav tu ar moigebt, pesimisti xar magari, migceva araa sanoas tongas da pijis ro mougeb? Migceva araa tvrametcalmdelebma italias ro mouges?migceva araa msoplioshi 12 sauketeso gundshi ro vart? Migceva araa sakartveloshi msoplio chempionati ro tardeba? Sad iyo es yvelaperi, shen yvelaperi ert dges ginda,egre araa, darcmunebuli var ramodenime celicadshi bevr iset gunds moigebt romelsac exla ver carmovidgent, ase rom giyvardes sheni kveyana da cagebis drosac ugulshematkivre
0
0
რომა გამოსავალს გთავაზობთ. მოდით ნუღარასოდეს უყურებთ ქართულ რაგბს, ასე აჯობებს. უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ. იქნება ასე მაინც მოეშვათ იმ სისულელის წერას რასაც თქვენ თქვენს აზრს უწოდებთ. კი ბატონო თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ თქვენი აზრი არის სისულელე, ხოლო თქვენს მიერ მოყვანილი შედარებები მარაზმი. თქვენ არ იცით რაგბი, ვერ ხვდებით ამ თამაშის სპეციფიკას და შესაბამისად ვერც იმას, თუ რაოდენ უადგილოა რაგბის და ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება. რაგბი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეული იქნება რაც კომერციული და პროფესიონალური სპორტი გახდა. და მისი შედარება ფეხბურთთან, რომელსაც რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს, არის სრული უმეცრება.ჰოლანდიას რაც შეეხება, კრუიფები და ვანბასტენები იქ შემთხვევით არ იბადებიან, ამას შობს სისტემა და სწორი მუშაობა. ჰოლანდია ამ დონეზე ავიდა ეტაპობრივად და არა ერთ წელში ან ორ წელში. ჩვენს გუნდშიც ეტაპობრივად უნდა გამოსწორდეს ჯერ თამაშის ხარისხი (თამაში და არა შედეგი) რაც შემდგომ პერიოდში თავისთავად მოიტანს უკვე შედეგს. ამაზეა ზუსტად საუბარი რომ ეს პროგრესი მიმდინარეობს და პროგრესი არის ძალიან ნათელი და აშკარა. ჩართეთ და უყურეთ 10-15 წლის წინანდელი ჩვენი ნაკრების თამაშს და შეადარეთ ის დღევანდელს. ამაზე მეტი არ ვიცი რაღა გითხრათ. გთხოვთ, უაზრო მაგალითებს ნუღარ მოიყვანთ, რაგბი სპეციფიური სპორტია და სულაც არ არის საჭირო ყველას ესმოდეს და ყველა ერკვეოდეს.
0
0
რომა გამოსავალს გთავაზობთ. მოდით ნუღარასოდეს უყურებთ ქართულ რაგბს, ასე აჯობებს. უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ. იქნება ასე მაინც მოეშვათ იმ სისულელის წერას რასაც თქვენ თქვენს აზრს უწოდებთ. კი ბატონო თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ თქვენი აზრი არის სისულელე, ხოლო თქვენს მიერ მოყვანილი შედარებები მარაზმი. თქვენ არ იცით რაგბი, ვერ ხვდებით ამ თამაშის სპეციფიკას და შესაბამისად ვერც იმას, თუ რაოდენ უადგილოა რაგბის და ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება. რაგბი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეული იქნება რაც კომერციული და პროფესიონალური სპორტი გახდა. მისი შედარება ფეხბურთთან, რომელსაც რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს, არის სრული უმეცრება.ჰოლანდიას რაც შეეხება, კრუიფები და ვანბასტენები იქ შემთხვევით არ იბადებიან, ამას შობს სისტემა და სწორი მუშაობა. ჰოლანდია ამ დონეზე ავიდა ეტაპობრივად და არა ერთ წელში ან ორ წელში. ჩვენს გუნდშიც ეტაპობრივად უნდა გამოსწორდეს ჯერ თამაშის ხარისხი (თამაში და არა შედეგი) რაც შემდგომ პერიოდში თავისთავად მოიტანს უკვე შედეგს. ამაზეა ზუსტად საუბარი რომ ეს პროგრესი მიმდინარეობს და პროგრესი არის ძალიან ნათელი და აშკარა. ჩართეთ და უყურეთ 10-15 წლის წინანდელი ჩვენი ნაკრების თამაშს და შეადარეთ ის დღევანდელს. ამაზე მეტი არ ვიცი რაღა გითხრათ. გთხოვთ, უაზრო მაგალითებს ნუღარ მოიყვანთ, რაგბი სპეციფიური სპორტია და სულაც არ არის საჭირო ყველას ესმოდეს და ყველა ერკვეოდეს.
0
0
roma აღარ გეკამატებით. მაინც შენსას აწვები. რაგბი არ არის მხოლოდ ციფრები და ქულები.! რაგბში შეიძლება წააგო, მაგრამ წამოღო მეტოქის მეტი აუტი, დაჩაგრო მოლში და შერკინებაში. აკ უამრვი პატარა დეტალია რასაც აქვს მნიშვნელობა ;)
0
0
რომა აქ როცა წერ-ანუ საკუთარ აზრს აფიქსირებ, აუცილებლად შეგეკამათება ვიღაც. უბრალოდ მართლა საოცრებას წერ რაგბის პროგრესზე და იმდენად სუსტი პოზიციაა რომ არ შეიძLება არ შეეწინააღმდეგო. იმაშI გეთანხმები, რომ ასაკთან ერთად მეტი შრომაა საჭირო და პირობები, მაგრამ U20 რაგბი ეს არის ეროვნულის წინა დონე. ანუ ამაზე იქეთ აღარ არსებობს რაგბში ეროვნულამდე. შენ ახსენე 17 და 19 წლამდელთა პროგრესები ფეხბურთელების, მაგრამ გავიწყდება U21 ანუ მეზ 5 მინუტ ეროვნულის ხალხი. სადაც არანაირი შედეგი არ გვქონია. ვგიჟდები ისე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთი კი არა სუმოსაც ვუყურებ ჩვენი ბიჭების გამოსვლებს და ვქომაგობ და როგორ შეიძლება არ გამეხარდეს ქართული ფეხბურთის წარმატება, მაგრამ კომენტარებს თუ დააკვირდები აქ ფეხბურთი შენამდე არავის უხსენებია , შენმა პოზიციამ კი კამათი გამოიწვია. ისე კი დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭები თავის სიტყვას ამ ჩემპიონატზეც იტყვიან. ისე თუ უიყურებდიუ ინგლისის მსოფლიოს, შარშანაც უნდა გახსოვდეს რა მაგრად ითამაშეს ბიჭებმა იგივე საფრანგეტტან, უელსთან იტალიასთან. ირლანდიასთან. ერთი თამაში ჩაგვივარდა ზელანდიასთან მხოლოდ. წელს კი დარწმუნებული ვარ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვიან. ეს არგენტიონა მე სულაც ფინალისტი მგონია წელს
0
0
შენი ბოლო კომენტარიდან ჩანს, რომ არ იცი ქართული რაგბის ბოლოდროინდელი განვითარების ისტორია. 7-8 წლის წინ ესე მართივად ვერ ვუგებდით ჩამოთვლილ ქვეყნებს. არ იცით და შეეშვით. ფეხბურთის და რაგბის პოპულარობის საკითხიც რა შუაშია გუშინდელ თამაშთან. წინსვლა არის და შეცდომების ჩანს. ვინც კარგად ერკვევა ამ სპორტის სახეობაში ისინია ამჩნევენ ამ პროგრესსაც და შეცდომებსაც. დანარჩენი უბრალო ემოციებია.
0
0
რის ტონგას უგები რვა წლის უკან ტონგა კიარა ერთი ნორმალური აკადემია არ გქონდა და რუსებს და რუმინელებს თუ უგებდი ეგ გვიხაროდა რა ტონგა რის ტონგა აგერ სამი წელი არიქნება რაც წინსვლა დაეტყო რაგბს როცა მსოფლიოზე პურდაპირ მოვხდით და კიდე რადგან ჰოლანდია და ესპანეთი ვერ თამაშობს რაგბს ესეიგი აც ჩვენ უნდა ვითამაშოთ და განვითარდეთ ექვს ერამდე მასე არც ლატვია თამაშობს და ლიტვა წყალბურთს არც სომხეთი და აზერბაიჯანი ლუქსემბურგი და ასე შემდეგ ხოდა ჩვენც ავდგეთ და მაგათ დონეზე დავეშვათ არ გავნაგრძონთ წინსვლა. კაი რა ეს იგივეა რო ჰოლანდიის და ესპანეთის ხათრით კანადამ და ამერიკამ ხოკეი აკრძალონ თავის ქვეყანაში.დდ რაც სრული აფსურდია.
0
0
7-8 წლის წინ სად ვუგებდით სამოას და ტონგას? 1-2 გამონათებას თუ არ ჩავთვლით. დღეს ეს უკვე სისტემურია. U 20 ს დონეზე ალაფაზე ვჯახირობდით. მე არ ვადარებ ერთმანეთს სპორტებს. ფეხბურთსა და კალათბურთსაც თავისი ადგილი აქვს ჩემ გულში. თავად კალათბურთს ვთამაშობდი. არაფერს არ ვჯახირობთ. არგენტინა -საქართველოს თამაში ერთ -ერთი საუკეთესო სანახავი იყო პირველ ტურში. ეს სხვებმა აღნიშნეს. რაგბს ფეხბურთთან შედარებით მიზერული დაფინანსება აქვს, მაგრამ მეთოდირად მიდის წინ და ამას თუ ვერ ხედავ რავიცი რა გითხრა. უმაღლეს დონეზე ასასვლელად კიდევ გვჭირდება დრო 4-5 წელი როგორც მინიმუმ. მანამდე ვისწავლით მათტან ტოლ-სწორად თამაშს.
0
0
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული