ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი შეაფასა.

31 მაისს ავჭალაში გამართულ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები არგენტინასთან 26:37 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

"დღევანდელ თამაშს მომზადებულები შევხვდით, თუმცა ცალკეულ ეპიზოდებში შეცდომები დავუშვით. ასეთ დონეზე თამაშისას მსგავსი შეცდომები ძვირად ფასობს. გვქონდა ტექნიკური წუნიც და ამან შედეგზეც იმოქმედა. მოსამზადებელ პერიოდში ასეთი რთული თამაში არ გვქონია.

დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, მოვასწროთ ძალების აღდგენა და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ.
ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ თამაშამდე მათი გამოსწორება მოვახერხოთ.

დღეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების თამაში არ მინახავს, თუმცა მათი სტილი ცნობილია და დეტალებსაც აუცილებლად გავივლით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული