U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მაისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 26:37 დამარცხდა.

არგენტინის ნაკრები შარშან მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან ჰქონდათ საქმე "უმცროს ბორჯღალოსნებს". სამრეთამერიკელებს, ცხადია, წლევანდელ ტურნირზეც სერიოზული მიზნები აქვთ.

მით უფრო სასიამოვნოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ტოლი თუნდაც ბრძოლის ჟინში არ დაუდეს. მეტიც, რამდენიმე მათი დერეფანიც მოიგეს. საკუთარ შერკინებაში კი მუდმივად უპირატესობა ჰქონდათ და არც არგენტინელების შერკინებისას აძლევდნენ
მოწინააღმდეგეს ბურთის იოლად გატანის საშუალებას.

"პუმიტასის" ძლიერი მხარეები ცნობილია. დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, რაკში შესანიშნავი თამაში, გადაწყვეტილებების სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად მიღება. ამ კომპონენტებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეს ჩამორჩებოდნენ.

ძნელია ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სრულად გაამართლა მასზე ჩემპიონატის წინ გაცემული ავანსი. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის მიერ კარში დარტყმულმა ყველა ბურთმა მიზანს უწია. ერთი საჯარიმო გელამ სულაც 55 მეტრიდან გაიტანა, ერთიც ზედ ცენტრიდან (50 მეტრი).

არაფერი გაუფუჭებია და თამაშს შეძლებისდაგვარად გეზავდა 17 წლის თედო აბჟანდაძე. აშკარად ჩანს, რომ მას მეტი შეუძლია.

ცხადია, ახლა ადვილია თქმა, რომ არა ის ელემენტარული შეცდომები დაცვაში, ანგარიში სულ სხვა იქნებოდაო. ფაქტია, რომ შეცდომას მეტოქის კარგი თამაში თუ დაგაშვებინებს. არგენტინის ნაკრები კი კარგი რაგბის მოთამაშე გუნდია.

შესაქებია ჩვენი ბიჭების მონდომება. მეორე ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", უმეტესწილად, მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც არგენტინას დარჩა, რომელმაც მატჩში ხუთი ლელო მიითვალა.

ჩვენი ბიჭებიდან თითო ლელო შეცვლაზე შესულების, გიორგი კვესელაძისა და უშანგი ჭეიშვილის ანგარიშზეა.

აფრასიძემ ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. ერთი ლელო კი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ გარდასახა.

წუთი წუთში
მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-3 წუთი: მოვიგეთ პირველი საკუთარი დერეფანი.
მე-6 წუთი: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-8 წუთი: არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფრთაზე მარკოს კრემერმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 5:3.
მე-11 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება.
მე-13 წუთი: არგენტინის ნაკრებმა დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი ააგორა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს - 10:3.
მე-19 წუთი: აფრასიძემ საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:10.
26-ე წუთი: არგენტინელებმა საკუთარი შერკინება ისევ მოიგეს, სწრაფად შეუტიეს და რვა ნომერმა სანტიაგო რუისმა გაიტანა. მგეზავმა ტომას ალბორნოსმა ამჯერად გარდასახა - 17:6.
34-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმოდან გაიტანა - 9:17.
38-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ამჯერად 50 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა - 12:17.
44-ე წუთი: ალბორნოსმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა არგენტინელები - 20:12.
47-ე წუთი: თავი ისევ ალბორნოსმა გამოიჩინა. მან მორიგი საჯარიმო დაარტყა ზუსტად - 23:12.
62-ე წუთი: არგენტინელებმა ისევ მოლით სცადეს შეტევა, მაგრამ შეფერხდნენ. თუმცა, ცხრა ნომერი მატიას საუსე მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ალბორნოსმა გარდასახა - 30:12.
67-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ლელო არგენტინელებს შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ გაუტანა. აფრასიძემ გარდასახა - 19:30.
69-ე წუთი: არგენტინელებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიშში სხვაობა ისევ აღადგინეს - 37:19.
71-ე წუთი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შეცვლაზე შესულმა უშანგი ჭეიშვილმა გაიტანა. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ დაარტყა ზუსტად - 26:37.

მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება
- ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
საქართველო-არგენტინა 26:37
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე (გოგოლაძე 60), აფრასიძე (დვალიშვილი 71). (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ზამთარაძე 69), ტაბიძე (გ.პაპიძე 50, ტაბიძე 67), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი (ჯაიანი 65), ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე (ჯალაღონია 57).
2ლ: კვესელაძე, ჭეიშვილი. 2გ: აფრასიძე, გოგოლაძე. 4ს: აფრასიძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი (ოლვედო 69), ალბორნოსი, საუსე (გარსია 74) (1-8) პულეჯა (მარტინესი 58), გონსალესი, ლუნა (ტარტერი 50), მოლინა, პაულოსი (მილანი 50), სტავილე, კრემერი, რუისი.
5ლ: კრემერი, ბრავინი, გონსალესი, რუისი, საუსე. 3გ: ალბორნოსი (2), დაირო. 2ს:ალბორნოსი (2)
მსაჯი: პიერ ბრუსე (საფრანგეთი)

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 23:23
საფრანგეთი: 3ლ - ბურსოი, დუფუ, კუიუ. 2ს,გ - ნტამაკი.
სამ.აფრიკა: 2ლ - ავგუსტუსი (2). 3ს,2გ - ბოსხი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. არგენტინა 1 1 0 0 +11 5 1
2. საფრანგეთი 1 0 1 0 0 2 0
3. სამ. აფრიკა 1 0 1 0 0 2 0
4. საქართველო 1 0 0 1 -11 0 0

II ტური
არგენტინა-საფრანგეთი
საქართველო-სამ. აფრიკა

A ჯგუფი
ინგლისი-სამოა 74:17
ინგლისი: 12ლ - მალინსი, სტრიტი, მიჩელი, კნაითი, მერსერი (2), მორისი (2), იბიტოი (2), კროსდელი. 7გ - მალინსი (4), უმაგა (3).
სამოა: 2ლ - ფილიპო (2). 2გ - პაისამი

ავსტრალია-უელსი 24:17
ავსტრალია: პერესი, ჰოლმსი, ჰატჩისონი. 3გ - გოდარდი, ნიკიფორა (2). ს - გოდარდი
უელსი: 2ლ - ბლეკერი, ლუისი. 2გ,ა - რობსონი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 1 1 0 0 +57 5 1
2. ავსტრალია 1 1 0 0 +7 4 0
3. უელსი 1 0 0 1 -7 1 1
4. სამოა 1 0 0 1 -57 0 0

II ტური
ავსტრალია-სამოა
ინგლისი-უელსი

B ჯგუფი
ირლანდია-იტალია 21:22
ირლანდია: 2ლ - ნეში (2) 3ს, - დინი (2), ფრევლი. გ - დინი
იტალი: 3ლ - ცლოფი, ფისკეტი, ბიანკი. 2გ - კლოფი, რიზი. ა - რიზი.

ახ. ზელანდია-შოტლანდია 42:20
ახ.ზელანდია: 6ლ - ფაინგაანუკუ (3), აუმუა, ლეგერი, პაპალიი. 3გ,2ს - ფალკონი.
შოტლანდია: 3ლ - გრეჰემი, ჰელვიკი, ჰენდერსონი. გ - ენდერსონი. ს - ისტგეითი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ. ზელანდია 1 1 0 0 +22 5 1
2. იტალია 1 1 0 0 +1 4 0
3. ირლანდია 1 0 0 1 -1 1 1
4. შოტლანდია 1 0 0 1 -22 0 0

II ტური
ირლანდია-შოტლანდია
ახ. ზელანდია-იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
musi,ჩემო კარგო არ გეგონოს მე მტერი ვიყო ქართული რაგბის,ან რომელიმე სხვა სპორტის ,ან ქვეყანა არ მიყვარდეს,მე თქვენზე უფროსი ვარ და ბევრი,რამ მაქვს ნანახი,ვგულისხმობ სპორტს,განსაკუთრებით ძალიან მიყვარს N1-ლი სპორტის სახეობა ფეხბურთი,ძალიან ბევრი მატჩები მაქვს ნანახი თბილისში და ტელევიზიებში,მაშინდელი ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით,მე ვთლი,რომ რაგბის ფეხბურთზე წინ დაყენება,მეტიც შედარებაც კი ფეხბურთან არის სრული აბსურდი.იმ ემოციებს,სიხარულს და განცდებს,რომელსაც ფეხბურთი იძლევა,სხვა სპორტის სახეობას არ შეუძლია მოგცეს,ფეხბურთი სულ სხვაა,კი ბატონო რაგბი კარგი სპორტია,ძალიანაც მიყვარს და დიდი სიამოვნებითაც უყურებ,მაგრამ ის ჩვენთვის ახალი სახეობაა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდად ჩამოუარდება ფეხბურთს,რაგბს ნორმალურად 6-8 ქვეყანაში თამაშობენ და ეს ქვეყნები ითვლებიან ბობოლებად,ე.ი დანარჩენებს უპრობლემოდ უგებენ,უფრო სწორად უშანსოდ,წარმოგიდგენია რაგბს არ თამაშობენ:ბრაზილიაში,ურუგვაიში,მექსიკაში,გერმანიაში,ესპანეთში,ჰოლანდიაში და სხვაგან.რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდებს,ვინ სთქვა,რომ არ პროგრესირებენ,ან მათ გამარჯვება არ უნდათ,მაგრამ შედეგი არაა და არც იქნება,ჩვენი რაგბი 7-8 წლის წინ რა დონესაც მიაღეია იმ დონეზეა დღესაც,სწორად გამიგე,მაშინაც უგებდა რუმინეთს,რუსეთს,ტონგას,სამოას და დღესაც უგებს მათ,მაგრამ ამას იქეთ არაფერია,ბობოლებთან უშანსოდ ვაგებთ ისევ,არამარტო მათთან,გვიგებენ არაბობოლებიც,იაპონია,კანადა,ამერიკა და ახლახან რუმინეთმაც მოგვიგო და ჩამოგვართვა ტიტულიც,ასე,რომ ამ სახეობაში დიდად მაინც ვერაფერს დავიკვეხნით,მთავარი მაინც შედეგია,აი დამთავრდება ჯგუფური ეტაპი და ვნახოთ რამდენი ქულა ექნება ჩვენს ნაკრებს,წარუმატებლობის შემთხვევაში მაინც დაწერენ,რომ მაინც ღირსეულად ვიასპარეზეთო,რას ნიშნავს ეს, წაგება განა შეიძლება ღირსეული იყოს,აი ეს მენტალიტეტი ღუპავს ჩვენს სპორტს და ჩვენს ქვეყანას,ღმერთმა ქნას,რომ ჩემი ეს აზრები არ გამართლდეს.
roma
01 ივნისი 2017 14:13
0
რომა რა გინდა თუ ძმა ხარ პირდაპირ გვითხარი. პატარ ქვეყანა გამოხვიდე და ადგე და მოუგო მსოფლიო ჩემპიონარის მესამე პრიოზიორს ასე არ ხდება. მითუმეტეს რაგბიში, სადაც სპორტის ყველა სახეობას შორის სენსაციის ყველაზე ნაკლები ალბათობა არსებობს. შენ თუ გუშინ ვერ დაინახე პროგრესი, შენ თუ გუშინ ვერ დაინახე ჟინი და თავდადება, თუ ვერ დაინახე კარგი ფიზიკური მომზადება და თუ ვერ ხედავ რომ ამ ნაკრებს აშკარად აქვს მომავალი, მაშინ წადი ძმაო და სათვალე იყიდე, ან შეეშვი რაგბის ყურებას და სხვა რამით დაკავდი.
fraternity
01 ივნისი 2017 14:09
0
ამ ქვეყანაში უცოდინარმა ხალხმა როდემდე უნდა "მოძღვროს" დანარჩენი ერი? ძალიან მაინტერესებს ამდენ ნააზრევს რო ვკითხულობ აქ და რო ვხედავ რო აზრზე არ ხართ რაგბის და მიანც ფილოსოფოსობთ - აი რა ეგო უდევს ამას საფუძვლად?
ჩადით ბიძია ბესეტკაში და პივა-კაფჩონი-დომინოს სასტავთან იტვინიკოსეთ და იმათ მოაჩვენეთ თავი რამის მცოდნეებად
ტეხავს პროსტა ამდენი ფსევდო-მცოდნე რა, აი ეგეთების ხელში რომაა ჩვენი ქვეყნის ბედი იმიტო გვაქვს კარგად საქმე
ragbirugbi
01 ივნისი 2017 14:03
0
პესიმისტების გასაგონად, ყველა პროფესორი რომ გამოდექით. აქ საუბარია იმაზე, რომ ვეთამაშებით გუნდებს რომლებიც წელიწადში 10 მატჩს მაინც თამაშობენ ერთმანეთში (აღარაფერს ვამბობ საკლუბო ტურნირებზე), ჩვენ კი ამ დონის გუნდებთან წელს ვითამაშებთ ორ თამაშს წელიწადში, თორემ აქამდე ერთსაც ვერ ვთამაშობდით. ახალგაზრდები ძალიან მაგარები არიან და რაგბიც სწორად ვითარდება 4-5 წელიწადში დარწმუნებული ვარ სერიოზულ ძალად ვიქცევით
tttt
01 ივნისი 2017 13:51
0
არავინ არსად არ ბანაობს და არც ეგრეთწოდებული ძველებურათ აზროვნებაც არ აწუხებს რათქმაუნდა.ისე არ მესმის რას ნიშნავს ძველებურად აზროვნება ან ახლებურათ ვინც აზროვნებს იმან რა ხეირი დაგვაყარა.რაგბზე როცა საუბრობ გულშემატკივარი უნდა გაითვალისწინო ერთი რამ სად იყავი ამ შვიდი რვა წლის უკან და სადხარ ეხლა. მორჩა დანარცენი ყველაფერი ზღაპარი და დემაგოგიაა.
quTaiseli
01 ივნისი 2017 13:33
0
roma-ს
მეგობარო. ჯერ ერთი აბსურდი და არა "აფსურდი. შენი პესიმიზმი უადგილოა. თუ რაგბს უყურებ გეცოდინება რომ მხოლოდ მეორე წელია რაც ელიტაში ვართ! და მეტ ნაკლებად ტოლს სწორად ვეთამაშეთ უმთავრეს ფავორიტს. აქ მეგობარო საუბარია პროგრესზე, თამაშის ხარისხზე და ა.შ. რაც უდავოდ გაუმჯობესებულია. ჟინი დაბრძოლა სასწაული. ამას რომ ვერ ხედავ ცუდია. ვიცნობ ამ ბიჭებს და ძალიან არიან მონდომებული. დამიჯერეთ ეს თაობა ბევრს მიაღწევს. გორგოძის და ზირაქას ტაობა ამ ასაკში ნადგურდებოდა უფრო დიდი ანგარიშებით ან საერთოდ არ ეთამაშებოდნენ ამ დონის გუნდებს. დამშვიდდი და მეტი პოზიტივი ;)
musi
01 ივნისი 2017 13:09
0
ეხ ჩემო კარგებო,როგორ და სად "ბანაობთ",დრო მიდის ჩვენ კი არ ვიცვლებით,ისევ ძველებურად ვაზროვნებთ და ვფიქრობთ,ძალიან მაინტერესებს ზოგ-ზოგები,რომ იძახით რაგბის პოპულარობა გაზრდილიაო,საიდან მოგაქვთ ეს აფსურდი,მსოფლიო ჩემპიონატზე 2000-იანი სტადიონი ნახევრად იყო შევსებული,სად ჩანს აქ პოპულარობა,ან სად დაინახეთ ბრძოლა,ჟინი,თავდადება,მეორე მატჩსაც წავაგებთ და მესამესაც,გვექნება 0 ქულა და მერე იძახეთ წავაგეთ,მაგრამ ღირსეულად ვიასპარეზეთო,სირცხვილია ხალხო,სირცხვილი,როდის მიხვდებით,რომ ვაი და უი აქვს ჩვენს რაგბს და ჩვენს სპორტს,გამონაკლისების გარდა და საერთოდ უბედურება სჭირს ჩვენს ქვეყანას,თუ ასე გაგრძელდა რაგბი კი არა ქვეყანასაც დავკარგავთ.ეს ყველაფერი მე ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს.
roma
01 ივნისი 2017 12:45
0
ღირსეულად ვითამაშეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან, ცოტა გამოცდილება დაგვაკლდა.
Irakli-fan
01 ივნისი 2017 11:49
0
გელა-ს მეგობარო, ეგეთი აცილება რა თქმა უნდა უსიამოვნოა, მაგრამ სასწაულადაც ნუ ჩათვლი. ვარსკვლავებსაც კი მოსდით ეგეთები. ძირითადად ეგ ხდება მანძილის მოგების მცდელობის გამო. რაც უფრო ახლოს გადავა ბურთი კუთხურის ალამთან, მით უფრო ხელსაყრელ ადგილას დაინიშნEბა დერეფანი. ხოდა ხდება ისე, რომ ბურთს საერთოდ აცილებენ აუტს.
Irakliy
01 ივნისი 2017 11:47
0
რაგბი რომ საიმედო ხალხის ხელშია გუშინდელი თამაშიდანაც დამტკიცდა.ებრძოლო მსოფლიო რაგბის ვეშაპებს ამას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება.
თემო
01 ივნისი 2017 11:46
0

სიახლეები პოპულარული