"თელასი" რაგბის მატჩზე ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტს ეხმაურება

AutoSharing Option
კომპანია "თელასი" რაგბის მატჩზე ელექტროენერგიის გათიშვასთან კავშირს უარყოფს.

"დღეს, ავჭალის სტადიონზე რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სტადიონზე ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით გვინდა, განვაცხადოთ, რომ კომპანია "თელასის" ქსელიდან სტადიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხება გამოწვეული იყო სტადიონის შიდა ელექტროქსელში არსებული პრობლემების გამო", - ნათქვამია "თელასის" განცხადებაში.

ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისსა და უელსს შორის ინციდენტი მოხდა - პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მოედნის განათება ჩაქრა. მსაჯმა მატჩი მაშინ შეწყვიტა, როცა ინგლისი
უელსს 24:3 უგებდა. მორაგბეები გასახდელისკენ გაემართნენ. განათების პრობლემა რამდენიმე წუთში გამოსწორდა და 21:25 სთ-ზე მატჩიც განახლდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ინგლისელების გამარჯვებით ანგარიშით 34:22 დასრულდა.

- U20. მ/ჩ: ინგლისის ნაკრებმა უელსი დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფუ შენი - წადი ნახე რა ხარისხის არის გაკეთებული დამერე იყროყინე ვირივით - , არაფერი თურქულ - ჩინური არ არის ,, ყველაფერი ევროპული წარმოების და უმაღლესი ხარისხისაა - დენის გათიშვა , არსენალსაც და მანჩესტერსაც მოსვლია - მაგარი უწიგნური ხარ !
devis
05 ივნისი 2017 16:41
0
ხოდა რაგბის კავშირს ეკუთვნის ეს საყვედური მაშვინ აგიშენეს გაგიკეთეს და კეთილი ინებე და მიხედე შე დალოცვილო. და კიდე დენის წასვლა სტადიონზე ნაღდად არ ნიშნავს ქვეყნის სირცხვილს. ესთი ლაფსუსება ესპანეთშიც მომხდარა და სხვა განვითარებულიქვეყნების სტადიონებზეც მაგრამ არამგონია ამის გამო მათ მოქალაქეებს ეგეთი რამ ეკადრებიოს საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის.
quTaiseli
05 ივნისი 2017 12:50
0
kvelaferi uxarisxo ketdeba sakartveloshi,kvekanas patroni ar hkavs, kvelanairad chamorchenili kvekana vart)))
devi
05 ივნისი 2017 03:02
0
ვაი ჩემო ქვეყანავ...არ გრცხვენიათ ბიჯო?
Zali Kutaisi
04 ივნისი 2017 23:47
0

სიახლეები პოპულარული