U20. მ/ჩ: ინგლისის ნაკრებმა უელსი დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩში ინგლისელებმა იმარჯვეს 34:22.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის განათება რამდენიმე წუთით გამოირთო და მატჩი შეწყდა, თუმცა მოგვიანებით პრობლემა აღმოიფხვრა და მატჩიც განახლდა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში დღეს ამ მატჩამდე კიდევ ერთი დაპირისპირება გაიმართა, ავსტრალიის ნაკრებმა სამოა დაამარცხა - 33:26.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიყავი თამაშზე.. ინგლისის კლასის გუნდი პირველად ვნახე. ასეთი აგრესიული გუნდი არ მინახია. არ უყურებდნენ ერთმანეთს ისე აძლევდნენ პასებს. პ.ს. ქორთიარდ მერიოტში, სადაც არიან გაჩერებულები, თურმე საჭმელს თვითონ ალაგებენ, მიმტანებს თხოვეს, რომ თეფშებს ჩვენ გავიტანთ, გვითხარით სად დავდოთო. სასტუმროში და განცხრომაში რომ არ იგრძნონ თავი, მწვრთნელის მოთხოვნაა! ეს არის სწორი მენტალიტეტი, და მისაბაძია ასეთი დამოკიდებულება. პ.პ.ს. Ibitoye - დაიმახსოვრეთ, კიდევ ერთი მხეცი რაგბისტი ეზრდება ინგლისს.
ქუთაისელი
11:09 05-06-2017
0

სიახლეები პოპულარული