თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.
მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.
მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.
მე-15 წუთზე მოედნიდან
21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.
შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.
59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.
77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.
ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.
- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
მეორე : ჯერ რაგბის გულშემატკივრობა ისწავლეთ და მერე წერეთ მე რაგბის გულშემატკივარო და მოეშვით ფეხბურთელების ლანძღვას რა არ მოგეწონათ? რა თავი არ დადეს ბოლომდე არ ითამაშეს თუ დაზოგეს რამე იბრძოლეს ბოლომდე განახევრებული გუნდით ( გვილია ანანიძე ლორია ოქრიაშვილი )არ ყავდათ და მეორე ტაიმში ლამის ცალკარა ითამაშეს რას თხოვთ მეტს ან რა სინდისი გაძლევთ საშუალებას გიხაროდეთ ქართველების წარუმატებლობა სადაც არ უნდა იყოს და რა სფეროც არ უნდა იყოს
ვაი გულშემატკივრებისთვის ტყუილად წვალობთ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ფეხბურთი და რაგბი არ დარდება და ნუ ცდილობთ ამ ორი სპორთის გათანაბრებას ეს წყლის ნაყვას გავს
კიდევ ერთხელ ულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას ბიჭებს