თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.
მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.
მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.
მე-15 წუთზე მოედნიდან
21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.
შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.
59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.
77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.
ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.
- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.