თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 26:25 დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზევე შეძლეს. ლელო ბექა საღინაძემ დადო, გელა აფრასიძემ კი გარდასახა - 7:0.
მე-11 წუთზე არგენტინელებმა ტომას ალვორნოს ჯარიმით სხვაობა შეამცირეს - 3:7.
მე-13 წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მძლავი მოლი ააგორეს და არგენტინელთა ლელოს ზონაში შევიდნენ. ლელოს ავტორი გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა - 14:3.
მე-15 წუთზე მოედნიდან
21-ე წუთზე ალვორნოსმა ჯარიმა შეასრულა ზუსტად - 14:11.
შესვენებამდე აფრასიძემ სამი ჯარიმა (26-ე, 35-ე და 38-ე წუთებზე) გაიტანა და ანგარიში 23:11 გახდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ ლელოს დადება შეძლო, რომლის ავტორი ფაკუნდო ფერარიო გახდა. გარდასახვა ამჯერად ხუან-ვაუტისტა დაირომ გაიტანა - 23:18.
59-ე წუთზე არგენტინელები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრო ლუნა გააძევა.
77-ე წუთზე გელა აფრასიძემ 42 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა - 26:18.
ტაიმის მიწურულს მეტოქემ ლელო დაგვიდო და გარდასახვაც გაიტანა, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 26:25 გაიმარჯვა.
- U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]
მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 18 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. ირლანდიამ დღეს სამოა ანგარიშით 52:26 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით საქართველომ მომდევნო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა.
ჯერ რა თქმა უნდა დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ ყველას, კარგი მომავალი გვეზრდება!
ახლა კი შენიშვნა ფედერაციას!
გულდასაწყვეტია რომ ეროვნული ნაკრების კვართიდან გაქრა ვაზის გამოსახულება, ჯერ კიდევ ფორმის პრეზენტაციისას დავწერე რომ ახალ ფორმაში ვაზის გამოსახულება უფრო დაპატარავებული და დამცირებულია და ,,ნატახტარის" ლოგოს გაგრძელებას უფრო გავს ვიდრე საკრალური მნიშვნელობის ცალკე ვაზის ლერწს. ამ ჩემპიონატზე სპონსორი ,,სოკარია", შესაბამისად მან სამართლიანად გადაფარა ,,ნატახტარის" ლოგო, მაგრამ ამ ლოგოს გადაყვა ვაზის ლერწიც. ამის მიზეზი კი მისი არასწორად განთავსებაა, მაშინ როდესაც კვართზე ორიოდე სანტიმეტრის ზევით არის თითქოს განგებ მისთვის დატოვებული ადგილი. ვინც ჩახედულია იცის, თუ რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიმბოლო და რა ემოციას უკავშირდება.
ამიტომ რაგბის კავშირს ვთხოვ გაითვალისწინონ და მომწოდებელთან შეთახმონ ეს უმნიშვნელო ცვლილება, ნუ გადააყოლებთ ფულს(სპონსორს) ასეთ მნიშვნელოვან ემოციურ სიმბოლოს, გააკეთეთ ისე როგორც ადრინდელ კვართზე იყო, უფრო მაღლა, გამოყოფილ ადგილას, ნაკერის ზევით კისერზე, განცალკევებით და შესაბამისად არც სპონსორებს ექნებათ მის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება.
გამომეხმაურეთ, მაინტერესებს ზედმეტს ხომ არ ვითხოვ!